შინაარსზე გადასვლა

სამანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამანი (მრავალმნიშვნელოვანი).

სამანი, მიჯნა, სამიჯნო ნიშანი (ქვა, ქვის ან ლითონის ჯვარი და ა.შ.) ძველ საქართველოში. ტერმინი გვხვდება საადგილმამულო საბუთებში XV ს. შუა წლებიდან. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში სამანს ეხება 2 მუხლი: „241. ქ. სამძღვრის მოგლეჯისათვის“ და „242. 1. სამნის მოგლეჯისათვის“, რომლითაც დამნაშავეს სასჯელად ხელის მოკვეთა ეფარდებოდა. სამანი ეწოდებოდა აგრეთვე თემისაგან მოკვეთის სიმბოლოს — მიწაში ჩასმულ ქვას ნიშნად იმისა, რომ განდევნილს თემში აღარ მიესვლებოდა.

  • ფურცელაძე, დ., ქსე, ტ. 8, გვ. 699-700. თბ., 1984