ანდრეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ანდრეზი, ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში — სამაგალითოდ შემონახული ამბავი ლაშქრობა-მესისხლეობის, გმირობისა და ლაჩრობის, თემის ან ბჭეების გადაწყვეტილებისა და სხვა შემთხვევათა შესახებ, ერთგვარი მორალურ-იურიდიული შეგონება. ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა ხევსურეთში "ანდაზა", სვანეთში — "ჰარაკი".

თაობიდან თაობაზე ანდრეზი გადადიოდა ზეპირი მოთხრობის ან ლექსის სახით. მენდრეზეს საგანგებოდ იწვევდნენ მის სათქმელად, რადგან ანალოგიური შემთხვევის განხილვისას ანდრეზი აუცილებელ საბუთად და სახელმძღვანელო ნიმუშად მიაჩნდათ. ხშირად მას პრეცედენტის ძალა ჰქონდა; მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჩვეულებითი სამართლის შექმნაში და მის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენა. ბჭეების გადაწყვეტილების განსამტკიცებლად და ანდრეზის დასამახსოვრებლად მესისხლეთა შემრიგებლებისაგან სპეციალურ პირებს ნიშნავდნენ, რომელთაც "ანდრეზის შესანახი" გასამრჯელო ეძლეოდათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზურაბ კიკნაძე, ანდრეზები (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები), ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2009
  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 1, გვ. 447, თბ., 1975