ნოდარ ცინცაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცინცაძე, ნოდარ)
Jump to navigation Jump to search
ნოდარ ცინცაძე
ნოდარ ცინცაძე.jpg
დაბ. თარიღი 22 თებერვალი 1930(1930-02-22) (89 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლაჰორის უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი

ნოდარ ცინცაძე (დ. 22 თებერვალი, 1930, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. ჰიროსიმის უნივერსიტეტის საპატიო წევრი.

1960-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პლაზმური ფიზიკის განყოფილების უფროსი; 1960-1969 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი; 1965-1993 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე; 2004 წლიდან დღემდე პაკისტანის ლაჰორის უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან დღემდე ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

არის სამასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აგრეთვე ორი მონოგრაფიის: „Релятивистские нелинейные эффекты в плазме“ (1989) და „10th European School on Plasma Physics“ (World Scientific, 1991). მსოფლიოს პლაზმის ფიზიკის საბჭოს წევრი. მიღებული აქვს ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია, ღირსების ორდენი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]