ამურის ვეფხვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ციმბირის ვეფხვი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამურის ვეფხვი
Siberian-Tiger.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
გვარი: პანტერები
სახეობა: ვეფხვი
ქვესახეობა: ამურის ვეფხვი
ლათინური სახელი
Panthera tigris altaica
დაცვის სტატუსი
არეალი 1886 წლისთვის
Panthera tigris altaica dark world.png

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



ამურის ვეფხვი (ლათ. Panthera tigris altaica), აგრეთვე ცნობილი, როგორც უსურიული ვეფხვი, ციმბირის ვეფხვი და ალთაის ვეფხვივეფხვის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ქვესახეობა, რომელიც ბინადრობს შორეულ აღმოსავლეთში, კერძოდ – ამურის რეგიონში. მსოფლიოში გავრცელებული ვეფხვის 9 ქვესახეობიდან იგი ყველაზე დიდი ზომისაა და კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდ წარმომადგენლად ითვლება. ეს ვეფხვი ძალზე სწრაფია: თოვლში ავითარებს 80 კმ/სთ-ს და სიჩქარით მხოლოდ ავაზას ჩამოუვარდება. ზრდასრული ხვადების წონა ზოგჯერ 318 კგ-მდე აღწევს. ძუ ვეფხვები შედარებით მომცრონი არიან და 100-167 კგ-ს იწონიან. დიდი ზომის გარდა უსურიის ვეფხვი სხვა ქვესახეობებისგან გამოირჩევა ღია შეფერილობის ბეწვით და უფრო გრძელი ფაფრით — რომელიც ცივ კლიმატთან შეგუების პირობაა. მისი საკვები რაციონი 65-95%-ს ირემი შეადგენს. ნადირობს ასევე: ცხენირემზე, შველზე, ირემლაღზე, ქაბარგასა და გორალზე. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.

1996 წლისთვის რუსეთში მიახლოებით 470 ვეფხვი იყო. მიახლოებით 10% ცხოვრობს ჩინეთში.

უსურიის ვეფხვის ნახვა თბილისის ზოოპარკშიც იყო შესაძლებელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]