ხალებიანი ირემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხალებიანი ირემი
ლათ. Cervus nippon
მამრი
მამრი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ოჯახი:  ირმისებრნი
სახეობა:  ხალებიანი ირემი
ლათინური სახელი
Cervus nippon
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 3.1

ხალებიანი ირემი (ლათ. Cervus nippon) — ირმისებრთა ოჯახის ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი. მოზრდილი მამლის სხეულის სიგრძეა 173-180 სმ, მასა 117-131 კგ. დედალი შედარებით მომცროა. ხალებიანი ირემი ზამთრობით მურა ნაცრისფერია, ზაფხულობით - ღია წითური, მუცელი და კუდის ძირის არე თეთრი აქვს, ტანზე რიგებად განლაგებული მრავალრიცხოვანი ხალები აყრია. გავრცელებულია ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში. ხალებიანი ირმები მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ ტყეში, კარგად ცურავენ. იკვებებიან ბალახეულით, ფოთლებით. მაკეობის ხანგრძლივობა 7,5 თვეა. ცოცხლობენ 11-14 წელი. აკლიმატიზებულია ევროპაში, კავკასიაში და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]