შინაარსზე გადასვლა

ჰერტოგენბოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჰერტოგენბოსი
ნიდერლ. 's-Hertogenbosch

რატუშა
დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
პროვინცია ჩრდილოეთი ბრაბანტი
კოორდინატები 51°42′00″ ჩ. გ. 5°19′00″ ა. გ. / 51.70000° ჩ. გ. 5.31667° ა. გ. / 51.70000; 5.31667
დაარსდა 1185
ფართობი 91, 26 კმ²
ცენტრის სიმაღლე 6 მეტრი
მოსახლეობა 136,499 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 1,602 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 073
საფოსტო ინდექსი 5200–5249
ოფიციალური საიტი https://www.s-hertogenbosch.nl/
ჰერტოგენბოსი — ნიდერლანდები
ჰერტოგენბოსი

ჰერტოგენბოსი (ნიდერლ. 's-Hertogenbosch) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთი ბრაბანტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქ ამსტერდამიდან დაშორებულია სამხრეთით 80 კმ-ში. მდებარეობს ჭაობიან ტერიტორიაზე, მდინარეების დომელისა და აას შესართავის რაიონში, ზღვის დონიდან 6-7 მ-ზე დაბლა. ქვეყნის მსხვილი სარკინიგზო კვანძია და ჩქაროსნული კავშირებით არის დაკავშირებული ნიდერლანდების მრავალ ქალაქთან.

ბრაბანტის ჰერცოგს ჰენრი I-ს თანამედროვე ქალაქის სიახლოვეს ჰქონდა სანადირო სახლი. ქალაქის სახელი ითარგმნება როგორც „ჰერცოგის ტყე“. შუა საუკუნეებში იგი მატყლის წარმოების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, ხოლო 1559 წელს ეპარქიად გადაიქცა. თავდასხმის არაერთგზის ობიექტი გამხდარა. ამ ყოველივეს განსაკუთრებით ხელს უწყობდა, სტრატეგიული — კათოლიკურ-პროტესტანულ „ხაზზე მდებარეობა“. ჰოლანდიის მიერ ესპანეთის წინააღმდეგ აჯანყების პერიოდში ქალაქზე წარუმატებელი იერიში მიიტანა მორიც ორანელმა (1601, 1603). 1629 წელს ჰერტოგენბოსი ხელში ჩაიგდო ფრედერიკ ჰენრიმ. 1794 წელს ქალაქი ფრანგებს დაეყრდო და 1814 წლამდე იყო ბუშ-დიუ-რინის დეპარტამენტის მთავარი ქალაქი.

ეკონომიკა მცირე და საშუალო წარმოებასა და სავაჭრო საქმიანობას ეფუძნება. წამყვანი დარგებია ელექტროტექნიკა, ქიმიური, ტექსტილის, სამკერვალო, ტყავისა და ფეხსაცმლის და სიგარეტის წარმოება. ქალაქში არის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქია.

ისტორიული ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია: რატუშა (1671), წმინდა იოანეს სახელობის გოთიკური ეკლესია (აღდგენილი 1419-1520 წლებში) და სხვა. ქალაქში არის აგრეთვე საფეხბურთო კლუბის — დენ ბოსხის სტადიონი და 3 რკინიგზის სადგური; აქ ყოველწლიურად იმართება კარნავალი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]