გუბერნატორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუბერნატორი — საჯარო მოხელე, სახელმწიფო რწმუნებული, პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.

თანამდებობაზე დანიშვნის ან გადაყენების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში გუბერნატორს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.

ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუბერნატორი კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო კანონების, პრეზიდენტისა და მთავრობის ნორმატიული აქტების აღსრულებას;

ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ პროგრამებს;

ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე;

ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ასევე, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. გუბერნატორის სამართლებრივი აქტი არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სამართლებრივი აქტი თუ წინაღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს ნორმატივებთან, შეიძლება გააუქმოს ზემდგომმა ორგანომ. (მაგ: პრეზიდენტმა, მთავრობამ)

გუბერნატორის ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუბერნატორი თავის საქმიანობას ახორციელებს გუბერნატორის ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს ამტკიცებს მთავრობის მეთაური. (მაგ: პრეზიდენტი).

ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, შესაბამისად, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თავად სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.

გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გუბერნატორის უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები, ადმინისტრაციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სპეციალური დებულებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]