ფრენსის ლოურენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრენსის ლოურენსი
Francis Lawrence by Gage Skidmore 2.jpg
ლოურენსი San Diego Comic-Con-ზე 2015 წელს
მშობ. სახელი Francis Lawrence
დაბ. თარიღი 26 მარტი, 1971 (1971-03-26) (48 წლის)[1]
ვენა, ავსტრია
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • რეჟისორი
  • სცენარისტი
აქტიური 1993-დღემდე

ფრენსის ლოურენსი (ინგლ. Francis Lawrence; დ. 26 მარტი, 1971) — ამერიკელი კინო და მუსიკალური ვიდეოების რეჟისორი და სცენარსიტი.

ლოურენსი დაიბადა ვენაში, ავსტრიაში. მამამისი ფიზიკის მასწავლებელი იყო კალიფორნიის უნივერსიტეტში, დედა მუშაობდა პიარ-სააგენტოში.[2][3] სამი წლიდან ცხოვრობს ლოს-ანჯელესში. მუშაობა დაიწყო ფილმ Marching Out of Time-ის რეჟისორის ასისტენტად. ლოურენსი თანაკლასელ მაიკ როზენთან ერთად შეუდგა მუსიკალური ვიდეოების გადაღებას.

მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „კონსტანტინე“ გამოვიდა 2005 წელს. მას შემდეგ გადაიღო რამდენიმე ფილმი, მათ შორის — პოსტაპოკალიპტური საშინელება „მე ვარლეგენდა“ (2007), რომანტიკული დრამა „წყალი სპილოებისთვის“ (2011), სამეცნიერო ფანტასტიკური ანტიუტოპიური სერია „შიმშილის თამაშებიდან“ სამი ფილმი: „შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში“ (2013), „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1“ (2014) და „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2“ (2015) და თრილერი „წითელი ბეღურა“ (2018).

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი შენიშვნები
2005 „კონსტანტინე“
2007 „მე ვარლეგენდა“
2009 „მეფეები“ ტელესერიალი
2011 „წყალი სპილოებისთვის“
2012-13 „კავშირი“ ტელესერიალი
2013 „შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში“
2014 „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1“
2015 „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2“
2018 „წითელი ბეღურა“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biografie of Francis Lawrence on nytimes.com
  2. Lee, Chris. “From MTV to wrestling with Satan“, LATimes.com, 19 თებერვალი, 2005. წაკითხვის თარიღი: 27 აპრილი, 2011. 
  3. Brownfield, Paul. “Finding hope in dystopia“, LATimes.com, 13 დეკემბერი, 2007. წაკითხვის თარიღი: 27 აპრილი, 2011.