დენი სტრონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დენი სტრონგი
Danny Strong 2013 (cropped).jpg
სტრონგი 2013 წელს
მშობ. სახელი Danny Strong
დაბ. თარიღი 6 ივნისი, 1974 (1974-06-06) (45 წლის)
მანჰეტენ-ბიჩი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი[1]
საქმიანობა
  • მსახიობი
  • სცენარისტი
  • რეჟისორი
  • პროდიუსერი
აქტიური 1994-დღემდე

დენი სტრონგი (ინგლ. Danny Strong; დ. 6 ივნისი,1974) — ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი. როგორც მსახიობი, იგი ყველაზე მეტად ცნობილია ჯონათან ლევინსონის როლის შესრულებით ტელესერიალში „ბაფი: ვამპირების გამანადგურებელი“ და აგრეთვე დოილ მაკმასტერის როლით ტელესერიალში „გილმორის გოგონები“. მას დაწერილი აქვს სცენარი ფილმებისთვის: „გადათვლა“ (2008), „თამაში შეიცვალა“ (2012), „მსახურთუფროსი“ (2013), „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1“ (2014) და „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2“ (2015). იგი აგრეთვე არის Fox-ის ტელესერიალის „იმპერიის“ თანაშემქმნელი, აღმასრულებელი პროდიუსერი და სცენარისტი. 2017 წელს გადაიღო სადებიუტო ფილმი „მეამბოხე ჭვავის ყანაში“.[2]

სტრონგს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის ემის,[3] ამერიკის სცენარისტთა გილდიისა და ამერიკის პრდიუსერთა გილდიის ჯილდოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Official Danny Strong Website. წაკითხვის თარიღი: 27 ოქტომბერი, 2014.
  2. Danny Strong Making Directorial Debut With Biopic 'Salinger's War' (Exclusive)“, The Hollywood Reporter, 29 აპრილი, 2014. წაკითხვის თარიღი: 28 აპრილი, 2016. 
  3. Primetime Emmy Awards nominations for 2012 - Outstanding Writing for a Miniseries, Movie or a Dramatic Special