შალვა ყიფიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შალვა ყიფიანი
დაბ. თარიღი 27 აგვისტო (9 სექტემბერი) 1912
დაბ. ადგილი ობჩა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1994
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შალვა იაკინთეს ძე ყიფიანი (დ. 9 სექტემბერი [ძვ. სტ. 27 აგვისტო], 1912, სოფელი ობჩა, ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი, — გ. 1994) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1941), დოცენტი. სკკპ წევრი 1946 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1939 წელს დაიცვა სადისერტაციო შრომა თემაზე: „შაორის ამოქვაბულის გეომორფოლოგიისათვის“.

შალვა ყიფიანი საქართველოს კარსტის ცნობილი მკვლევარია. არაერთი სპელეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე, რომლის შედეგად საქართველოს მრავალი კარსტული გამოქვაბული იქნა გამოკვლეული. აღსანიშნავია ექსპედიციები არაბიკა-ახაგის ქედზე, ასხის მასივზე, ბზიფის ქედზე, ახალი ათონის მიდამოებში, კელასურ-კოდორის მდინარეთაშუეთში, სათაფლიაზე, შაორის ტერიტორიაზე და სხვა.

ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა: „საქართველოს კარსტი“, „არაბიკა-ახაგის ქედის კარსტული ლანდშაფტის გეომორფოლოგიისათვის“, „ასხის კარსტული პლატოსებრივი მაღლობის გეომორფოლოგიისათვის“ და ა.შ. დაწერილ აქვს ასევე სამეცნიერო ნაშრომები ლევან მარუაშვილთან და ზურაბ ტატაშიძესთან თანაავტორობით.

ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის შესწავლა-კეთილმოწყობისათვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1977 წ.).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]