კარსტოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კარსტოლოგია, კარსტმცოდნეობა (კარსტი და ...ლოგია) — გეომორფოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის კარსტულ მოვლენებს, კარსტის წარმოშობას, განვითარებას, გავრცელებასა და პრაქტიკულ მნიშვნელობას, აგრეთვე ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული წყლების თვისებებს, კარსტული სიცარიელეების მინერალურ აგრეგატებს, სასარგებლო წიაღისეულს, კარსტით გამოწვეულ უარყოფით მოვლენებთან ბრძოლის ღონისძიებებს და სხვ.

კარსტოლოგიის ძირითადი დარგებია:

  • კარსტის ჰიდროლოგია
  • კარსტის ჰიდროგეოლოგია
  • საინჟინრო-კარსტმცოდნეობა
  • ისტორიულ კარსტმცოდნეობა.

კარსტოლოგია მჭიდრო კავშირშია სპელეოლოგიასთან. როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული მიმართულება ჩამოყალიბდა 1947 წელს. ტერმინი ფართოდ გავრცელდა ХХ საუკუნის 1950-იან წლებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტინტილოზოვი ზ., ქსე, ტ. 5, გვ. 416, თბ., 1980;
  • Максимович Г. A., Основы карстоведения, т. 1-2, Пермь, 1963-69;
  • Jennings J. N., Karst, Camb. (Mass.) - L., 1971 (An introduction to systematic geomorphology, v. 7).