შაკტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შაკტი (სანსკრ. ძალა, ენერგია, არსთა საძირკველი, ყოფიერების მიზეზი) — ქალი, საწყისი ძალა პროტოინდური რელიგიის იმ სახეობაში, რასაც ტანტრიზმი ეწოდა და რომლის "ბიბლია", მეხუთე ვედა თითქოს თვით შივამ დაწერა. ამ რწმენის მიხედვით, თვით ქალია სამყაროს უზენაესი დედა, არსთა მშობელი. მასთან წამიერი შეერთებით მოწრმუნე მამაკაცები უკავშირდებიან ღმერთს. ამდენად, დედობრივი საწყისის ძალა ინდურ რელიგიაში ღვთაების რანგში ადის. იმავე დროს, ესაა სქესობრივი ცხოვრების ხანგრძლივი ისტორიის თავისებური ეტაპი და ფორმა, რასაც ქრისტიანი მისიონერები თვლიან გახრწნილების უსაძაგლეს სახედ, ეშმაკის სამსახურად. დიდი დედის კულტი საყოველთაო მოვლენაა მთელს დედამიწაზე. თვით პალეოლითის ხანის ქვის ქანდაკებები მეტყველებენ, რომ ქალს პირველყოფილი ადამიანი უკვე აღმერთებდა.

ფალოსის კულტის დამახასიათებელი სიმბოლოები, ქვის, კირქვის და ლითონის კვირისტავები, რომლებიც სვანეთშია აღმოჩენილი, ყურადღებას იქცევენ შაკტის შესაბამის ძეგლებთან, ლიონილინგამებთან მსგავსებით. ეს ლინგა (ლინგამები ფალოსის სიმბოლური გამოსახულებებებია (ქვის ან ბრინჯაოსი)) წარმოადგენდა შივას კულტის განუყოფელ ნაწილს და ინახებოდა შივას ტაძრებში (სვანებიც ეკლესიებში ინახავდნენ, რაც შორეულ კულტურათა შეხვედრის ნიმუშია). შაკტის სარწმუნოების მიხედვით, ასოს შივას სახე ჰქონდა და მთელი ინდოეთი მოწიწებით სცემდა თაყვანს. მისი ქანდაკებანი ნაპოვნია შივას ტაძარში, აფრიკულ ქოხებში, ეგვიპტის აკლდამებში, ყველა მხარეში. ხატავდნენ და აქანდაკებდნენ, ვითარცა მამაკაცის ატრიბუტს, ცალკე ან ფრთოსან ვულვასთან ერთად. ამ მხრივ განსაკუთრებით ცნობილია ძველი ეგვიპტე. ქანდაკი: ფალოსის ღმერთი მინი, რომაული პორნოგრაფიული სცენა: ფავნუსი და ნიმფა, პრიაპის გამოსახულებანი (ბრინჯაო, პომპეი), კოიტუსის სცენა (რომაული სანათი).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ა. გელოვანი, "მითოლოგიური ლექსიკონი". გვ. 526

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

HinduSwastika.svg

სტატიები თემაზე
ინდუიზმი

HinduSwastika.svg

წმინდა წერილები მთავარი ღვთაებები ცნებები

ათარვავედა | აიურვედა | არანიაკა | ართაშასტრა | ბრაჰმასუტრა | ბჰაგავატაპურანა | ბჰაგავადგიტა | დევიბჰაგავატა  | ვედა  | ვედანგა | იაჯურვედა | კამასუტრა | მანუსმრიტი | მაჰაბჰარატა | რამაიანა | რიგვედა | სამავედა | სამჰიტა | უპანიშადა | პურანა | სმრიტი | შრუტი |

ბრაჰმა | განეშა | დურგა | ვიშნუ | ინდრა | კალი | კრიშნა | ლაკშმი | მურუგანი | პარვატი | რამა | სარასვატი | სურია | შივა | ჯაგანნათა | ჰანუმანი |

ართა | აუმ | აჰიმსა | აშრამა | ატმანი | ავატარა | ბჰაჯანა | ბჰაკტი | ბრაჰმანი | გაიატრი | გუნა | გურუ | დჰარმა | ვარნა | იანტრა | იუგა | კამა | კარმა | კირტანა | ლინგამი | მალა | მანტრა | მაია | მოკშა | მუდრა | პრასადამი  | პარამაჰამსა | პრაკრიტი | პურუშა | რაჯასი | სადჰუ | სამადჰი | სამსარა | სამსკარა | სატვა | სატსანგა | სატი | სვამი | სვასტიკა | ტამასი | ტრიმურტი | ტულსი | შაკტი | წმინდა ძროხა |

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შაკტი&oldid=2573733“-დან