ნიმფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰილასის და ნიმფების მეოთხე საუკუნის რომაული გამოსახულება

ნიმფები (ბერძ. νύμφαι „საპატარძლოები“, ლათ. nymphae) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში (ქართ. ფერიები)[1][2] ცოცხალი სტიქიური ძალების განსახიერება ქალიშვილების სახით, გამოხატული ნაკადულების რაკრაკით, მცენარეთა ზრდით, მთებისა და ტყეების გარეული მშვენიერება. გეასაგან წარმოშობილნი[3]. ისინი ცხოვრობდნენ ბუნების წიაღში, წყაროებთან ახლოს მთების ჩრდილიან ხეობებში, ჭალებში. სატირების მსგავსად არიან დედამიწის ზედაპირის სულები, ბუნებრივი ძალების გამომჟღავნება, მოქმედნი ადამიანის მიღმა განცალკევებულ გროტებში, ხეობებში, ტყეებში, კულტურული ცენტრებისაგან დაშორებით, ისინი დაკავებულნი იყვნენ ქსოვით, ქარგვით, მღერიან და ცეკვავენ პანის ვიოლინოს ჰანგების ქვეშ, ნადირობენ არტემიდასთან ერთად, მონაწილეობენ დიონისეს ორგიებში, მუდმივ ჭიდილში არიან მომაბეზრებელ სატირებთან. ზოგჯერ ისინი შედიან კონტაქტში ადამიანებთან, ზრუნავენ მათზე, ეძლევიან გმირებსა და მშვენიერ ყმაწვილებს (კალიპსო და ოდისევსი, ამარილა და დაფნისა), ზოგჯერ ისინი ადამიანებს უგზავნიდნენ შეშლილობას, მრისხანებას, უგზავნიან წინასწარმეტყველების ნიჭს, აღმაფრენას. ასეთ შთამაგონელებ ნიმფებს მიეკუთვნება მუზები. მათ მიუძღვნა ორფეოსმა LI ჰიმნი.

ნიმფების სახეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიმფებს უძღვნიდნენ გროტებსა და გამოქვაბულებს, ზოგჯერ აშენებდნენ სამლოცველოებს განსაკუთრებით მცენარეებით მდიდარ და ირიგაციულ რაიონებში, უფრო გვიან კი ქალაქებში. ნიმფებს სწირავდნენ თხებს, ხბოებს, რძეს, ზეთს, ღვინოს. როგორც ბუნების სიმშვენიერების გამოხატულებას მათ ხელოვნებაში გამოსახავდნენ ლამაზ არაჩვეულებრივ თმიან ახალგაზრდა ქალიშვილებად ყვავილების გვირგვინებით უფრო გვიან მოცეკვავეებად, გაშიშვლებული ხელებითა და ფეხებით, გაშლილი თმებით. ორეადებს წარმოადგენდნინ მაღალ კლდეებზე ჩამჯდარ ჩაფიქრებულებს. ნაიადების გამოსახულებებს ხშირად ატრიბუტად ნიჟარა წარმოადგენდა რომელიც კალთაში ედო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მსოფლიო ხალხთა მითები, 1991-92. 2-ტ. ტ. 2. ფ. 219-220.
  2. ლიუბკერი ფ. კლასიკური სიძველეების რეალური ლექსიკონი., 2001. 3-ტ. ტ. 2. ფ. 469
  3. ჰესიოდი. თეოგონია 130