შინაარსზე გადასვლა

ლენინის პიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლენინის პიკი
ლენინის პიკი
ლენინის პიკი
კოორდინატები: 39°20′ ჩ. გ. 72°55′ ა. გ. / 39.333° ჩ. გ. 72.917° ა. გ. / 39.333; 72.917
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
სიმაღლე 7134 
ქედი იმიერალაის ქედი
ლენინის პიკი — ტაჯიკეთი
ლენინის პიკი
ლენინის პიკი — ყირგიზეთი
ლენინის პიკი

ლენინის პიკი (1928 წლამდე კაუფმანის პიკი; 2006 წლიდან ტაჯიკეთში ეწოდება იბნ სინას პიკი) — მწვერვალი ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე. ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 7134 მ. მდებარეობს იმიერალაის ქედზე. ქედის თხემი, სადაც აღმართულია ლენინის პიკი დაფარულია ფირნითა და ყინულით. ლენინის პიკის სამხრეთ კალთაზე ეშვება დიდი და პატარა საუქდარის მყინვარები, ჩრდილოეთით — ლენინის მყინვარი.

პირველად მწვერვალი აღმოაჩინა და აღწერა ცნობილმა რუსმა გეოგრაფმა და მოგზაურმა ალექსი ფედჩენკომ 1871 წელს, რომელმაც მწვერვალს კონსტანტინ კაუფმანის სახელი უწოდა. 1928 წელს მწვერვალს ლენინის პიკი უწოდეს. პირველად მწვერვალზე ავიდნენ 1928 წელს. ამჟამად არსებობს მწვერვალზე მისასვლელი 16 ალპინისტური მარშრუტი.

2006 წლის 4 ივლისიდან ტაჯიკეთის მთავრობის დადგენილებით მწვერვალს უწოდეს იბნ სინას პიკი; ყირგიზეთის ტერიტორიაზე მწვერვალს კვლავ ლენინის პიკს უწოდებენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]