ყველაფერი დედაჩემის შესახებ
„ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ | |
---|---|
რეჟისორი | პედრო ალმოდოვარი |
პროდიუსერი | მიშელ რუბენი, ავგუსტინ ალმოდოვარი |
სცენარისტი | პედრო ალმოდოვარი |
როლებში |
სესილია როთი მარისა პარედესი ანტონია სან ხუანი პენელოპე კრუსი სანდელა პენია |
კომპოზიტორი | ალბერტო იგლესიასი |
დისტრიბუტორი |
Sony Pictures Classics Warner Sogefilms |
ხანგრძლივობა |
104 წთ 101 წთ[1] (აშშ ვერსია) |
ქვეყანა | ესპანეთი |
ენა | ესპანური |
ბიუჯეტი | 600 მილიონი პესეტა (4 989 091 აშშ დოლარი) |
შემოსავალი | 67 872 296 აშშ დოლარი |
„ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ (ესპ. Todo sobre mi madre) — ესპანელი კინორეჟისორ პედრო ალმოდოვარის 1999 წლის დრამა. ფილმის სცენარი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა შიდსი, ტრანსვესტიზმი, ნდობა, სიცოცხლე. ფილმის სიუჟეტი მომდინარეობს ალმოდოვარის მანამდე გადაღებული ფილმის „ჩემი საიდუმლოს ყვავილი" სცენარიდან, სადაც სტუდენტი ექიმები იწვრთნებიან, თუ როგორ დაარწმუნონ ჭირისუფლები ნება დართონ, მათი დაღუპული ნათესავის საღი ორგანო გამოიყენონ ტრანსპლანტაციისთვის. ამ ფილმშიც მთავარ როლში არის დედა, რომლის ერთადერთი შვილი იღუპება ავარიის შედეგად.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის მთავარი პერსონაჟი არის მანუელა, ექთანი, რომელიც ზედამხედველობს სატრანსპლანტაციო ორგანოებს რამონ ი კახალის ჰოსპიტალში, მადრიდში, და მარტოხელა დედა ესტებანისა, რომელსაც სურს მწერალი გამოვიდეს.
თავის მეჩვიდმეტე დაბადების დღეზე ესტებანი ავტოავარიაში დაიღუპება. იგი გამოედევნება უმა როხოს ავტოგრაფისთვის, სპეკტაკლის, სურვილების ტრამვაი, შემდეგ, რომელშიც იგი განასახიერებს ბრანჩე დუბოისს. მანუელა დასთანხმდება გადაუნერგოს თავისი შვილის გული ლა-კორუნიაში მცხოვრებ მამაკაცს. მას შემდეგ, რაც შორიდან დაინახავს იმ პაციენტს, რომელსაც გადაუნერგეს თავისი შვილის გული, მანუელა მიატოვებს სამსახურს და მიემგზავრება ბარსელონაში იმ იმედით, რომ ნახოს თავისი გარდაცვლილი შვილის ტრანსვესტიტი მამა და უთხრას, რომ მათ ჰყავდათ შვილი, რომლის არსებობა ლოლამ, ესტებანის მამამ, მანამდე არ იცოდა.
ბარსელონაში მანუელა ხვდება თავის ძველ მეგობარ აგრადოს — თბილ და გონებამახვილ ტრანსსექსუალ მეძავს. იგი ასევე უახლოვდება სხვა კინოგმირებს: დაუძლურებული მეძავების თავშესაფარში მომუშავე როზას, რომელიც ლოლასგან არის ფეხმძიმედ, როზას ფანატიკოს დედას, უმა როხოს, რომლითაც მოხიბლული იყო მანუელას შვილი, და ნარკოტიკზე დამოკიდებულ ნინა კრუზს-უმას თანამსახიობსა და შეყვარებულს. ამ ადამიანებს მანუელა ისე დაუახლოვდება, რომ მისი ცხოვრება მათსას გადაეწვნება. მანუელა მუშაობს უმას ასისტენტად და როცა ნინა კრუზი ვერ შეძლებს სპეკტაკლში მონაწილეობას მის პარტიასაც კი შეასრულებს (მოსწავლეობის პერიოდში მანუელა სკოლის სპექტაკლებში მონაწილეობდა).
საავადმყოფოსკენ მიმავალი როზა პარკთან ტაქსს გააჩერებინებს და დაუძახებს თავის ძაღლს და მამამისსაც გამოელაპარაკება. თუმცა მამამისი ვერ სცნობს საკუთარ შვილს იტანჯება რა ალცჰაიმერის დაავადებით და თავის შვილს ისევე, როგორც ყველას ჰკითხავს ასაკსა და სიმაღლეს. როზა იღუპება შიდსით, რომელიც ლოლასგან გადაედო. ლოლა და მანუალა ბოლოს ესრთმანეთს ხვდებიან როზას დასაფლავებაზე. ლოლა (მისი ნამდვილი სახელია ესტებანი), რომელიც შედსისგან იღუპება ეუბნება მანუელას, რომ მას ყოველთვის სურდა შვილის ყოლა. მანუელა კი უყვება თავისი ესტებანის შესახებ, რომელიც ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. მანუელა იშვილებს როზას შვილს, რომალსაც ასევე ესტებანს დაარქმევენ (როზას სურვილით) და ზრდის მას როზას დედის სახლში. როზას მამა კი ვერ გებულობს ვინ არის მანუელა, რომელსაც ასაკსა და წონას ეკითხება, როგორც ყველას. მეუღლე კი პასუხობს, რომ იგი ახალი მხარეულია და თავის შვილთან ერთად ცხოვრობს.
მანუელა აჩვენებს ესტებანს(როზას შვილს) ლოლას და მისცემს თავისი გარდაცვლილი ესტებანის სურათს. ამის შემდეგ კი იგი მიემგზავრება მადრიდში, რადგან აღარ სურს როზას მშობლების სახლში დარჩეს, რომლებსაც ეშინიათ ბავშვისგან შიდის არ გადაედოთ. თავის მეგობრებს: უმასა და აგრადოს, კი უტოვებს წერილს და უბოდიშებს, რომ ახლაც დაუმშვიდობებლად წავიდა ბარსელონიდან(ისე როგორც წლების წინ). ორი წლის შემდეგ მანუელა ბრუნდება ბარსელონაში და უმასა და აგრადას, რომლებიც ერთად მონაწილეობენ სპექტაკლში, ახარებს, რომ სასწაული მოხდა და პატარა ესტებანს შიდსი დიდესგან მემკვიდრეობით არ გადაედო. იგი დაბრუნდა, რათა ესტებანის ბებიასთან და ბაბუასთან იცხოვროს. აგრადო კი მანუელას უყვება, რომ ნინა თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, გათხოვდა და შვილს ზრდის.
ალმოდოვარმა ფილმი მიუძღვნა "ყველა მსახიობს, რომელთაც შეუსრულებიათ მსახიობის როლი. ყველა ქალს, რომელთაც უთამაშიათ. ყველა კაცს, რომელთაც უთამაშიათ და ქალად გადაქცეულან. ყველა ადამიანს ვისაც სურდა გამხდარიყო დედა. დედაჩემს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სესილია როთი - მანუელა
- მარისა პარედესი - უმა როხო
- ანტონია სან ხუანი - აგრადო
- პენელოპე კრუსი - როზა
- სანდელა პენია - ნინა კრუზი,
- როზა მარია სარდა - როზას დედა
- ფერნანდო ფარნან გომესი - როზას მამა
- ელოი ასორინი - ესტებანი
- ტონი კანტო - ლოლა
გადაღება და პრემიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმს იღებდნენ მადრიდში, ბარსელონასა და ლა-კორუნიაში.
მუსიკალურად აფორმებს დინო სალუსის დაწერილი "Gorrión" და "Coral para mi pequeño y lejano pueblo," და მისი, ხოსე სალუცისა და მარკ ჯონსონის შესრულებით. ასევე ისმაელ ლო ასრულებს მის მიერვე დაწერილ სიმღერას-"Tajabone".
ფილმის ესპანური პრემიერა მოეწყო 1999 წლის 8 აპრილს, ხოლო კინოთეატრებში მისი ჩვენება დაიწყეს იმავე წლის 16 აპრილიდან. აჩვენეს კანის კინოფესტივალზე, კარლოი ვარის კინოფესტივალზე, აუხლანდის კინოფესტივალზე, ოსტინისა და თესალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ასევე ნიუ იორკის კინოფესტივალზე. საბოლოოდ, ფილმის მოგება იყო 67 872 296 აშშ დოლარი მსოფლიო მასშტაბით[2].
სცენაზე ადაპტირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ სცენაზე ადაპტირებული იქნა[3] 2007 წლის 4 სექტემბერს ლონდონის ოლდ ვიკის თეატრში. იგი არის ალმოდოვარის პირველი ნამუშევარი, ადაპტირებული ინგლისურ ენაზე. სასცენო დადგმისთვის მუსიკას წერდა ფილმის კომპოზიტორი ალბერტო იგლესიასი მაქს და ბენ რინგამებთან ერთად. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: დაიანა რიგი, ლესლი მანვილი, მაქს გატისი, ჯოან ფროგატი, კოლინ მორგანი და შარლოტ რანდლი. წარმოდგენას კრიტიკა დადებითად შეხვდა, ზოგიერთი კრიტიკოსი კი მას ფილმზე უკეთეს ნამუშევარს უწოდებდა[4][5].
ჯილდოები და ნომინაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი (მოიგო)
- საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმი (მოიგო)
- საუკეთესო რეჟისურა (ალმოდოვარი, მოიგო)
- საუკეთესო სცენარი-ორიგინალური (ალმოდოვარი, ნომინაცია)
- საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი (მოიგო)
- საუკეთესო მსახიობი (ქალი) (როთი, მოიგო)
- საუკეთესო კინონამუშევარი (ნომინაცია)
- საუკეთესო კოსტუმების დიზაინი (ნომინაცია)
- რეჟისურა (ალმოდოვარი, მიოგო)
- მონტაჟი (მოიგო)
- ფილმი (მოიგო)
- გრიმი (ნომინაცია)
- მუსიკა (იგლესიასი, მოიგო)
- პროდუქციის დიზაინი (ნომინაცია)
- ხმა (მოიგო)
- მეორეხარისხოვანი მსახიობი (ქალი) (სანდელა პენია, ნომინაცია)
- სცენარი-ორიგინალური (ალმოდოვარი, ნომინაცია)
- საუკეთესო რეჟისორი (მოიგო)
- ჯილდო დამსახურებისთვის (ალმოდოვარი, მოიგო)
სხვა ჯილდოები
- ბოსტონური კინოკრიტიკის ჯილდო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის (მოიგო)
- ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოჯილდო საუკეთესო უცხიენოვანი ფილმისთვის (მოიგო)
- ბუტაკას ჯილდო საუკეთესო კატალონიელი მსახიობი (პენია, მოიგო)
- ჩიკაგოს კინოკრიტიკის ასოციაციის ჯილდო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის (მოიგო)
- სეზარი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის (მოიგო)
- დავიდ დი დონატელო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის (მოიგო)
- ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო საუკეთესო ევროპელი რეჟისორი (მოიგო)
- ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო საუკეთესო ევროპული ფილმი (მოიგო)
- ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო საუკეთესო ევროპელი მსახიობი (ქალი) (სესილია როთი, მოიგო)
- გლადიის მედია ჯილდო (ნომინაცია)
- დამოუკიდებელი სულისკვეთების ჯილდო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის (ნომინაცია)
- ლონდონის ფილმის კრიტიკის წრე წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის (მოიგო)
- ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკის ასოციაციის ჯილდო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის (მოიგო)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ — Box Office Mojo-ზე
- „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ — Rotten Tomatoes
- „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ — Metacritic-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ALL ABOUT MY MOTHER (15). British Board of Film Classification (1999-07-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-29. ციტირების თარიღი: 2012-12-15.
- ↑ BoxOfficeMojo.com. BoxOfficeMojo.com (28 August 2002). ციტირების თარიღი: 3 February 2012.
- ↑ Benedict, David (18 June 2006). „''Variety'' article“. Variety. ციტირების თარიღი: 3 February 2012.
- ↑ „BBC article“. BBC News. 5 September 2007. ციტირების თარიღი: 3 February 2012.
- ↑ WhatsOnStage.com article. WhatsOnStage.com article. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 3 February 2012.
|