ანტონია სან ხუანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონია სან ხუანი
¡Muévete por los animales! Las Palmas.jpg
დაბადების სახელი ანტონია სან ხუანი
დაბადების თარიღი 22 მარტი 1961
ლას-პალმასი, ესპანეთი
საქმიანობა მსახიობი

ანტონია სან ხუანი (ესპ. Antonia San Juan; დ. 22 მარტი 1961, ლას-პალმასი, ესპანეთი) — ესპანელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. 19 წლის ასაკში იგი ჩავიდა მადრიდში, როგორც თეატრის პროფესიონალი მსახიობი და კაბარეს წამყვანი კლუბებსა და ბარებში. მას წარმატება მოუტანა პედრო ალმოდოვარის ფილმმა ყველაფერი დედაჩემის შესახებ, სადაც ასრულებს აგრადოს როლს. იგი ესპანეთში ცნობილია არა მარტო როგორც მსახიობი, არამედ თავისი იუმორისტული მონოლოგებით ტელევიზიასა და თეატრში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Alfaro, Luis. „Nearly all about Antonia“. The Advocate (USA). pp. 88–89. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]