ტოფიკ ბაქიხანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტოფიკ ბაქიხანოვი
BakixanovTofiq.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 8 დეკემბერი, 1930 (1930-12-08) (88 წლის)
დაბ. ადგილი დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ტოფიკ ბაქიხანოვი ვიკისაწყობში

ტოფიკ აჰმედაღა ოღლი ბაქიხანოვი (აზერ. Tofiq Əhmədağa oğlu Bakıxanov) (დ. 8 დეკემბერი, 1930, ბაქო, აზერბაიჯანი)— აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოფიკ ბაქიხანოვი, ბაქოელი ხანების მემკვიდრე, დაიბადა 1930 წლის 8 დეკემბერს ქალაქ ბაქოში, რესპუბლიკის სახალხო არტისტის აჰმედ-აღა ბაქიხანოვის ოჯახში. თავისი მუსიკალური მოღვაწეოპბა მან დაიწყო როგორც მევიოლინემ. 1953 წელს ტ. ბაქიხანოვი ამთავრებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიას ვიოლინოს კლასს, სადაც მას ასწავლიდა ა.ნ.ამიტონი, ხოლო 1957 წელს კომპოზიციის კლასი, სადაც ტოფიკ ბაქიხანოვის ხელმძღვანელი იყო ყარა ყარაევი.

1950—1953 წლებში მუშაობდა მევიოლინედ აზერბაიჯანის ფილარმონიასთან არსებულ ტრიოში. 1953 წლიდან ასწავლიდა და ხელმძღვანელობდა ა. ზეინალის სახელობის ბაქოს მუსიკალურ სასწავლებელში. 1966 წლიდან ხელმძღვანელობდა ხელოვნების განყოფილებას, ხოლო 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა სანოტო-მუსიკალურ განყოფილებას “აზერნეშრის“ გამომცემლობაში. 1970 წლიდან ტ. ბაქიხანოვი მუშაობდა აზერბაიჯანის კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრის მასწავლებლად და დეკანად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]