რაუფ ჰაჯიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაუფ ჰაჯიევი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1922
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
გარდ. თარიღი 19 სექტემბერი, 1995
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
რაუფ ჰაჯიევი ვიკისაწყობში

რაუფ სოლტან ოგლუ ჰაჯიევი (აზერ. Rauf Soltan oğlu Hacıyev; დ. 15 მაისი, 1922, ბაქო — გ. 19 სექტემბერი, 1995, იქვე) — საბჭოთა აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და პოლიტიკოსი. სსრკ-ს სახალხო არტისტი (1978).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოში მდებარე სახლის კედელზე მემორიალური დაფა, სადაც ცხოვრობდა რაუფ ჰაჯიევი

რაუფ ჰაჯიევი დაიბადა 1922 წლის 15 მაისს ბაქოში. 18 წლის ასაკში მან დაწერა თავისი პირველი ნამუშევარი —ოპერეტა „სტუდენტების ტრიუკები“.

1948 წლიდან 1949 წლამდე სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში, პროფესორ ნ.პ. რაკოვთან, 1953 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის კონსერვატორია კომპოზიციის კლასში (პედაგოგი ყარა ყარაევი).[1]

1955 წელს რაუფ ჰაჯიევმა ჩამოაყალიბა აზერბაიჯანის სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი, სადაც იგი იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი 1964 წლამდე.[2]

1964 წელს გახდა ბაქოს ფილარმონიის დირექტორი და ერთი წლის შემდეგ იგი გახდა აზერბაიჯანის სსრ კულტურის მინისტრი. ამ თანამდებობაზე 1971 წლამდე მუშაობდა.

საბჭოთა ხელისუფლების ინიციატივით, ჰეიჯიევი, როგორც აფრიკის კონტინენტის ხელოვნების ზოგადი მრჩეველი, ალჟირში გაგზავნეს, სადაც 8 წელი მუშაობდა. მონაწილეობა მიიღო ალჟირში მუსიკის, ცეკვისა და თეატრის აკადემიების შექმნაში.[3]

მან მონაწილეობა მიიღო საკუთარ მუსიკაზე შექმნილი სამი ბალეტის დადგმაში , რომელიც გასტროლებზე პარიზში ჩატარდა.[4]

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი გახდა აზერბაიჯანის სსრ-ს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, რომელსაც იკავებდა თავის გარდაცვალებამდე.

აზერბაიჯანის სსრ კინემატოგრაფთა კავშირის წევრი გარდაიცვალა 1995 წლის 18 სექტემბერს. იგი დაკრძალეს ბაქოში საპატიო დაკრძალვის ხეივანში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „Гаджиев Рауф Солтан оглы“ (რუსული). БСЭ.
  2. „Гаджиев Рауф Солтан-оглы“ (რუსული). Biografija.ru.
  3. „Гаджиев Рауф Солтан оглы“ (რუსული). kino-teatr.ru.
  4. Гаджиев, Рауф Солтан оглы — RuData.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-20. ციტირების თარიღი: 2021-10-28.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]