საპატიო დაკრძალვის ხეივანი ბაქოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Fexri Xiyaban guller.jpg

საპატიო დაკრძალვის ხეივანი ბაქოში (აზერბ. Fəxri xiyaban) — სასაფლაო, რომელიც მდებარეობს ბაქოს მთიან ნაწილში (პარლამენტის გამზირზე). იგი წარმოადგენს ხეივანს, სადაც დაკრძალულია აზერბაიჯანის კულტურის, მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები, საბჭოთა კავშირის გმირები, პოლიტიკოსები, რევოლუციონერები, ასევე ისინი, ვინც ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში გამოირჩეოდნენ და საპატიო წოდებებს იმსახურებდნენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპატიო სამარხი შეიქმნა აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოს 1948 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით. ხეივნის მშენებლობა იმავე წელს დაიწყო. როგორც აზერბაიჯანის სსრ მთავრობის 1948 წლის 27 აგვისტოს განკარგულებაშია ნათქვამი, საპატიო ხეივნის მშენებლობა განხორციელდა ნავთობის მოპოვებიდან მიღებული შემოსავლის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნავთობის ფონდის ხარჯზე .

აქ დაკრძალულთა შორის არიან ბოლშევიკები, სსსკ-ს წევრები და პირები, რომლებმაც ასევე მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში, არიან ისეთებიც, რომლებიც აზერბაიჯანის საზღვარგარეთ დაიბადნენ, მაგრამ ცხოვრების უმეტესობა აქ გაატარეს. დაკრძალულთაგან ბევრი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIX-XX საუკუნეებში.

დადგენილებას დამატებული ჩამონათვალის თანახმად, ჯალილ მამედყულიზადეს, აბდურაჰიმ ჰაგვერდიევი, ნაჯაფ ბე ვეზიროვის, ჰასან ზარდაბი, ჰუსეინ არაბლინსკის, სულეიმან სანი ახუნდოვის, ალი ნაზმის, ჯაბარ გარიაღდიოღლუს, რუსტამ მუსტაფაზიევის საფლავები გადაიტანეს აზიმ ალ-აზიმში. სასფლაოზე მათ აღუმართეს ბიუსტები.

ამ დროისთვის 251 ადამიანი დაკრძალულია საპატიო დაკრძალვების 1-ელ ჩიხში, ხოლო 500-ზე მეტი ადამიანი დაკრძალულია საპატიო სამარხების II ხეივანში. აქ დაკრძალულთა შორის არის აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, კომპოზიტორი ფიქრეთ ამიროვი, აზერბაიჯანული სატირული გრაფიკის ფუძემდებელი აზიმ აზიმზადე, რაშიდ ბეჰბუდოვი აზერბაიჯანელი მუსიკოსი და მსახიობი, ბულბული აზერბაიჯანელი მომღერალი, ვუგარ გაშიმოვი აზერბაიჯანელი მოჭადრაკე, რასულ რზა საბჭოთა აზერბაიჯანელი მწერალი, აზერბაიჯანის სსრკ-ის დამსახურებული ხელოვნების მოღვაწე, უზეირ ჰაჯიბეკოვი აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, მუსლიმ მაგომაევი, ჰასან ზარდაბი განმანათლებელი და გამომცემელი , პირველი ბუნებისმეტყველი მეცნიერი ისლამურ სამყაროში [1], აბულფაზ ელჩიბეი აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწე და ყოფილი საბჭოთა დისიდენტი. აზერბაიჯანის პირველი არჩეული, არა-კომუნისტი პრეზიდენტი და სხვანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. H. Əhmədov. Azərbaycan məktəb və pedaqoji fikir tarixi. Bakı: Elm və təhsil, 2014. - səh. 193-198.