ყარაყულჯის რაიონი
რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ყარაყულჯის რაიონი Кара-кулжа району | |||||
| |||||
ქვეყანა | ყირგიზეთი | ||||
ადმ. ცენტრი | Kara-Kulja | ||||
კოორდინატები | 40°40′00″ ჩ. გ. 73°29′57″ ა. გ. / 40.66667° ჩ. გ. 73.49917° ა. გ. | ||||
ფართობი | 5 712 კმ² | ||||
სალაპარაკო ენები |
ყირგიზული რუსული | ||||
მოსახლეობა | 87 691 [1] კაცი (2009) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ყირგიზები — 99,9%[1] | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+6]] | ||||
|
ყარაყულჯის რაიონი (ყირგ. Кара-кулжа району) — რაიონი ყირგიზეთში, ოშის ოლქში. ადმინისტრაციული ცენტრი — სოფელი ყარაყულჯა.
რაიონის ფართობი შეადგენს 5 712 კცადრატულ კილომეტრს.
მდებარეობს ორი ძირითადი სამთო ქედის გადაკვეთაზე: ფერღანისა და ალაის ქედის. რეგიონის დასახლებული ტერიტორიები მაღალ ხეობებშია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიქმნა 1936 წელს, საბჭოთა რაიონი-ს საზელით. 1962 წელს გაუქმდა, 1969 წელს კი აღდგა. 1992 წელს სახელწოდება შეიცვალა და ყარაყულჯის რაიონი გახდა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წლის მონაცემებით, მოსახლეობის საერთო რაოდენობა 88,5 ათას ადამიანს შეადგენს, აქედან 44,4 ათასი კაცია, ხოლო 44,2 ათასი კი ქალია.
2009 წლის ყირგიზეთის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, რაიონის მოსახლეობის რაოდენობამ 87 691 ადამიანი შეადგინა, აქედან ეთნიკურად ყირგიზები — 87 610 ადამიანი ან 99,9%-ია.[1]
დასახლებული პუნქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიონი მოიცავს 12 აილის ოლქს, მათ შორის 50 სოფელს.[2]
რაიონში დომინირებს ტრადიციული მეცხოველეობა და საკვები კულტურების მოყვანა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Перепись населения Киргизии 2009. Ошская область
- ↑ ოშის ოლქის სოფლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-03. ციტირების თარიღი: 2018-08-09.
|