ყარასუს რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყარასუს რაიონი
Кара-Суу району
Kara-suu rajon.jpg
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ადმ. ცენტრი Kara-Suu
კოორდინატები 40°42′00″ ჩ. გ. 72°53′00″ ა. გ. / 40.70000° ჩ. გ. 72.88333° ა. გ. / 40.70000; 72.88333
დაარსდა 1935
ფართობი 3 616 კმ²
სალაპარაკო ენები ყირგიზული
რუსული
მოსახლეობა 348 645[1] კაცი (2009)
ეროვნული
შემადგენლობა
ყირგიზები — 54.3%
უზბეკები — 38,5%
უიღურები — 3,0%
ტაჯიკები — 1,7%
თურქები — 1,0%
აზერბაიჯანელები — 0,7%[1]
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+6]]
ოფიციალური საიტი karasuu.el.kg
Kyrgyzstan Kara-Suu Raion.png

ყარასუს რაიონი[2] (ყირგ. Кара-Суу району)[3] — რაიონი ყირგიზეთში, ოშის ოლქში. 2009 წლის მონაცემებით, რაიონში ცხოვრობდა 348 645 ადამიანი.

ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ყარასუ.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარასუს რაიონი დიდწილად განლაგებულია ოშ-ყარასუს ოაზისში. 1962 წელს, როდესაც რაიონი შევიდა ოშის რაიონის (არსებობდა 1928-1962 წლებში) შემადგენლობაში, რაიონი ფაქტიურად მოექცა ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის — ქალაქ ოშის გარშემო. რაიონული ცენტრის, ქალაქ ყარასუს მახლობლად, შარაკანსას მაგისტრალურ არხზე უზბეკეთთან საზღვარი გადის.

რაიონის ტერიტორია გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ოლქის ცენტრალურ ნაწილში. მოქცეულია ფერღანის ხეობისა და ალაის ქედს შორის.

ეკონომიკა და ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლქის ეკონომიკაში, რაიონი შედარებით ყველაზე დიდ როლს თამაშობს ვიდრე სხვა რაიონები. რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრშია განლაგებული ფერღანის ხეობის ყველაზე მსხვილი საბითუმო და საცალო ბაზარი.

სასაზღვრო მდგომარეობა უზბეკებსა და ყირგიზებს შორის განაპირობა მათი ძლიერი ურთიერთქმედება, რომლებიც დიდი ხანია ერთად ვაჭრობდნენ. ამის გამო, სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდებარეობს ბევრი უზბეკური დასახლება.

რაიონის ტერიტორიაზე მდებარობს 60 953 საიჯახო მეურნეობა.

ადმინისტრაციულ ცენტრთან ახლოს მდებარეობს საერთაშორისო სასაზღვრო საავტომობილო გამშვები პუნქტი „დოსტუკ“.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით, ოშის ოლქის ყარასუს რაიონში აშენდება მიკრორაიონი, რომელიც გათვლილია 7 ათას მოსახლეზე. მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია ტერიტორია ფართობით 38 ჰა. პროექტის ღირებულება დაახლოებით შეადგენს 140 მილიონ დოლარს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის ყირგიზეთის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, რაიონის მოსახლეობა 348 645 კაცი შეადგინა, აქედან ყირგიზები — 189 262 კაცი ან 54,3 %, უზბეკები — 134 340 კაცი ან 38,5 %, უიღურები — 10 445 კაცი ან 3,0 %, ტაჯიკები — 5 947 კაცი ან 1,7 %, თურქები — 3 368 კაცი ან 1,0 %, აზერბაიჯანელები — 2 440 კაცი ან 0,7 %, დუნგანები — 786 კაცი ან 0,2 %, თათრები — 749 კაცი ან 0,2 %.[1]

ყარასუს რაიონის სოფელი ტაშიროვი არის დუნგანების (ჩინელი მუსლიმების) კომპაქტური დასახლების ადგილი.

დასახლებული პუნქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი მოიცავს 16 აილის ოლქს, სადაც არსებობს 124 სოფელი.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]