ჟუმგალის რაიონი
იერსახე
რაიონი | |
---|---|
ჟუმგალის რაიონი Жумгал району | |
ქვეყანა | ყირგიზეთი |
ადმ. ცენტრი | Chaek |
კოორდინატები | 41°55′00″ ჩ. გ. 74°30′00″ ა. გ. / 41.91667° ჩ. გ. 74.50000° ა. გ. |
მოსახლეობა | 40 718[1] კაცი (2009) |
ეროვნული შემადგენლობა |
ყირგიზები — 99,7 % სხვები — 0,3%[1] |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+6 |
სატელეფონო კოდი | +996 03536 |
საფოსტო ინდექსი | 722640 |
ჟუმგალის რაიონი (ყირგ. Жумгал району) — ყირგიზეთის ნარინის ოლქის ხუთი რაიონიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ჩაეკი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟუმგალის რაიონი მდებარეობს ნარინის ოლქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. დასავლეთიდან ესაზღვრება ჯალალაბადის ოლქის თოქთოგულის რაიონი, ჩრდილოეთიდან — ჩუის ოლქის პანფილოვის რაიონი, აღმოსავლეთიდან — ნარინის ოლქის აქ-თალაის, ხოლო სამხრეთიდან ამავე ოლქის ქოჩქორის რაიონები. ჟუმგალის რაიონის ფართობია 7 150 კმ².
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წლის ყირგიზეთის აღწერის მიხედვით რაიონში ცხოვრობდა 40 718 ადამიანი, რომელთაგან ყირგიზი შეადგენდნენ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ანუ 99,7 პროცენტს[1] .
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟუმგალის რაიონი 2012 წლამდე ადმინისტრაციულად იყოფოდა 12 სასოფლო ოლქად და ერთ დაბად — მინ-კუში. ამჟამად მინ-ქუშსაც სოფლის სტატუსი აქვს.
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაკი ომურალიევი (1932—2003) — მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ყირგიზეთის სსრ-ის კულტურის დამსახურებული მოღვაწე.
- მურატბეკ რისკულოვი (1909—1974) — თეატრისა და კინოს მსახიობი, ყირგიზეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1958)
- მიდინ ალიბაევი (1917—1959) — პოეტი, დრამატურგი, სატირიკოსი, თარჯიმანი.
- მისკალ ომურკანოვა — ოპერის მომღერალი, ყირგიზეთის სსრ-ის სახალხო არტისტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Перепись населения Киргизии 2009. Нарынская область. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-08-10.
|