ჩონგ-ალაის რაიონი
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
ადმ. ცენტრი | Daroot-Korgon |
კოორდინატები | 39°33′07″ ჩ. გ. 72°12′00″ ა. გ. / 39.55194° ჩ. გ. 72.20000° ა. გ. |
ფართობი | 4 857 კმ² |
სალაპარაკო ენები |
ყირგიზული რუსული |
მოსახლეობა | 25 039[1] კაცი (2009) |
ეროვნული შემადგენლობა |
ყირგიზები — 99,9%[1] |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+6]] |
![]() | |
ჩონგ-ალაის რაიონი (ყირგ. Чоң Алай району) — რაიონი ყირგიზეთში, ოშის ოლქში. ადმინისტრაციული ცენტრი — სოფელი დარაუთ-ყურღანი.
რაიონის საერთო ფართობი შეადგენს 4 860 კმ², ან ოშის ოლქის ტერიტორიის 16,6 %. 2007 წლის მონაცემებით, მოსახლეობის საერთო რიცხვი შეადგენს 24,5 ათას ადამიანს ან ოშის ოლქის მოსახლეობის 2,0 %. რაიონი მოიცავს 3 აილ ოლქს: ჟექენდი, ჩონ-ალაი და კაშკა-სუუ.
კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია, ცივი ზამთრით. წლიური ნალექი შეადგენს — 500—650 მმ. ივლისის საშუალო ტემპერატურაა +19-22 °C, დეკემბრის — −10-15 °C.
რაიონის ძირითადი ეკონომიკური დარგია მეცხვარეობა და მეცხოველეობა.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რაიონი მდებარეობს მდინარე ყიზილსუს ხეობაში. სამხრეთით და ჩრდილოეთით, რაიონის საზღვარი ალაისა და ტრანსალაის ქედზე გადის. აღმოსავლეთით ესაზღვრება ალაის რაიონს, ხოლო დასავლეთით ტაჯიკეთს.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1928 წელს შეიქმნა ალაი-გულჩინის რაიონი. 1936 წელს შემქნილი რაიონი დაყვეს ორად — ალაის და ჩონგ-ალაის რაიონად. 1959 წელს, ორივე რაიონი ხელახლა გაამთლიანეს და დაარქვეს ალაის რაიონი.
1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ყირგიზეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს რაიონი ისევ იყოფა ორ რაიონად — აღმოსავლეთით ალაის რაიონად და დასავლეთით ჩონგ-ალაის რაიონად.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ყირგიზია, რაც მოსახლეობის 99,9 % შეადგენს. 2009 წლის ყირგიზეთის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, რაიონის მოსახლეობა შეადგენდა 25 039 კაცს, აქედან მხოლოდ 22 კაცი ეთნიკურად არაყირგიზი იყო.[1]
დასახლებული პუნქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რაიონი იყოფა 3 აილ (სასოფლო) ოლქად, რომელიც საერთო ჯამში 21 სოფელს მოიცავს.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 2009 წლის ყირგიზეთის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის. ოშის ოლქი
- ↑ ოშის ოლქის სოფლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-03. ციტირების თარიღი: 2018-08-10.
|