ყარაქილისის ბრძოლა
ყარაქილისის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
კავკასიის კამპანიის ნაწილი | |||
თარიღი | 25-28 მაისი, 1918 წ. | ||
მდებარეობა | ყარაქილისი, სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა | ||
შედეგი | სომხების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
|
ყარაქილისის ბრძოლა (სომხ. Ղարաքիլիսայի ճակատամարտ, თურქ. Karakilise Muharebesi ან Karakilise Muharebeleri) — პირველი მსოფლიო ომის კავკასიის კამპანიის ბრძოლა, რომელიც გაიმართა ყარაქილისის (დღევანდელი ვანაძორი) მახლობლად ოსმალეთის იმპერიასა და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1918 წლის 25-28 მაისს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უფრო მრავალრიცხოვანმა სომხურმა თავდაცვითმა ძალებმა მოახერხეს უკან გაებრუნებინათ შემოჭრილი ოსმალური ძალები, რომლებმაც დასავლეთ სომხეთში შეჭრით დაარღვიეს 1917 წელს ამიერკავკასიის კომისარიატთან ხელმოწერილი ხელშეკრულება. თურქებმა აიღეს ერზინჯანი, ერზურუმი, სარიყამიში, ყარსი, ალექსანდროპოლი და ყარაქილისს მიაღწიეს. აქ, ისევე როგორც, სარდარაპატსა და აპარანთან მოპოვებული გამარჯვებები ისნტრუმენტული ხასიათისა იყო და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას არსებობის საშუალება მისცა.
21 მაისს თურქებმა დაიკავეს ვორონცოვკა. თურქული რეგულარული ჯარების დარტყმების შედეგად სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა უკან დახევა დაიწყეს. ოსმალურ-თურქული სამხედრო ძალების ნაწილი ერევნისაკენ, ნაწილი კი ყარაქილისისაკენ დაიძრა. ეს უკანასკნელი დაახლოებით 10 000 ჯარისკაცს, 70 საარტილერიო და 40 ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს მოიცავდა. სომხური მოსახლეობა ტოვებდა სახლებს და სამხრეთით, ერევნისა და სიუნიქისაკენ გადაადგილდებოდა. გარეგინ ნჟდე (თავის ჯართან ერთად) ჩავიდა ყარაქილისში და მოახერხა მოსახლეობის საბრძოლველად გაერთიანება. სომხური ძალები აღწევდა 6 000 ჯარისკაცს, 70 საარტილერიო და 20 ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს. 25-28 მაისს, ოთხდღიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ ორივე მხარემ სერიოზული დანაკარგები განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალურმა არმიამ შეძლო თავს დასხმოდა ყარაქილისს და ამოეხოცა მთელი მისი მოსახლეობა (4 000 ადამიანი), მას უკვე აღარ ჰქონდა საკმარისი ძალები სომხეთის სიღრმეში შესაჭრელად.[1][2]
ვეჰიბ-ფაშას საუბარი თავის შტაბთან:
ჩვენ არ გვაქვს სომხების დასამარცხებელი ძალა. სამდღიანი ბრძოლა ყარაქილისში აჩვენებს, რომ სანამ მათ სააფრთხე ემუქრებათ, ისინი ბრძოლაში სიკვდილს არჩევენ. ჩვენ არ უნდა ვიბრძოლოთ ძალასთან, რომელსაც 1 200 000 სომეხის გამოყვანა შეუძლია. თუ ბრძოლას ქართველებიც შეუერთდებიან, წინსვლა შეუძლებელი გახდება... მოკლედ, ჩვენ უნდა მოველაპარაკოთ სომხებსა და ქართველებს.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hohanissian, Richard G. (1997) The Armenian People from Ancient to Modern Times. New York. St. Martin's Press, 299
- ↑ Walker, Christopher (1980). ARMENIA: The Survival of a Nation. New York: St. Martin's Press, გვ. 254. ISBN 0-7099-0210-7.
- ↑ Reynolds, Michael. Shattering Empires: The Clash and Collapse of the Ottoman and Russian Empires, 1908-1918, გვ. 211.