შინაარსზე გადასვლა

სარდარაპატის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარდარაპატის ბრძოლა
პირველი მსოფლიო ომის ნაწილი
თარიღი 21-29 მაისი, 1918
მდებარეობა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, სარდარაპატი
შედეგი სომხების გამარჯვება
მხარეები
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია სომხეთის დროშა სომხეთის ეროვნული საბჭო
მეთაურები
ოსმალეთის დროშა იაკუბ შევქი-ფაშა
ოსმალეთის დროშა მიურსელ-ფაშა
სომხეთის დროშა მოვსეს სილიკიანი
სომხეთის დროშა დანიელ ბეკ-პირუმიანი
ძალები
10-13 ათასი 9 ათასი
დანაკარგები
3 500 მცირე
სარდარაპატის ბრძოლა ვიკისაწყობში

სარდარაპატის ბრძოლა (სომხ. Սարդարապատի ճակատամարտ; თურქ. Sardarapat Savaşı) — პირველი მსოფლიო ომის ბრძოლა. გაიმართა 1918 წლის 21-29 მაისს დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე სარდარაპატთან ერთი მხრივ სომხეთის რეგულარული არმიის ნაწილებსა და, მეორე მხრივ თურქეთის არმიას შორის. ბრიტანელი ისტორიკოსის კრისტოფერ უოლკერის თქმით თუკი ბრძოლაში სომხები წააგებდნენ, სრულიად შესაძლებელი იყო სიტყვა სომხეთი შემონახულიყო, როგორც ისტორიული გეოგრაფიის ტერმინი[1].

ბრძოლის მიმდინარეობის დროს 1918 წლის 28 მაისს, თბილისში, გამოცხადდა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. 1968 წლის 26 მაისს ბრძოლის 50-ე წლისთავზე, სარდარაპატთან აღიმართა მემორიალი.

  1. Walker, Christopher J. (1980). Armenia The Survival of a Nation. New York: St. Martin's Press, გვ. 254–255. ISBN 0-7099-0210-7.