გარეგინ ნჟდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარეგინ ტერ-ჰარუთიუანიანი
Գարեգին Տէր Յարութիւնեան
მეტსახელი გარეგინ ნჟდე
ეროვნება სომხები
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1886
დაბადების ადგილი კზნუტი, ერევნის გუბერნია , რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 21 დეკემბერი, 1955 (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვლადიმირი, რუსეთის სსრკ, საბჭოთა კავშირი
სამხედრო სამსახურის წლები 1907–1921
1942–1944
წოდება სპარაპეტი
ბრძოლები/ომები პირველი ბალკანეთის ომი
მეორე ბალკანეთის ომი
სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა
პირველი მსოფლიო ომი
კავკასიის კამპანია
სომხეთ-აზერბაიჯანის ომი
ჯილდოები წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, Order of Bravery, წმინდა გიორგის II ხარისხის ჯვარი, III ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი, წმინდა ვლადიმერის ორდენი, წმინდა ანას ორდენი და წმინდა სტანისლავის ორდენი

გარეგინ ტერ-ჰარუთიუანიანი (სომხ. Գարեգին Տէր Յարութիւնեան; დ. 1886 წლის 1 იანვარი, კზნუტი, რუსეთის იმპერია - გ. 1955 წლის 21 დეკემბერი, ვლადიმირი, საბჭოთა კავშირი) ასევე ცნობილი როგორც გარეგინ ნჟდე (სომხ. Գարեգին Նժդեհ) — სომეხი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო სტრატეგი. ის იყო სომხეთის რევოლუციური ფედერაციის წევრი და მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში და ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას პირველი ბალკანეთის ომისა და პირველი მსოფლიო ომის დროს და გახდა სომხეთის პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი (19181921).[1][2]

1921 წელს ის იყო მთავარი ფიგურა მთიანი სომხეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში (ანტიბოლშევიკური სახელმწიფო), რომელიც გახდა მთავარი ფაქტორი, რამაც გამოიწვია სიუნიკის პროვინციის საბჭოთა სომხეთში შესვლა.[3][4] მეორე მსოფლიო ომის დროს, გარეგინი დაეხმარა ვერმახტის სომხურ ლეგიონს სსრკ-ს წინააღმდეგ ომში, იმ იმედით, რომ თუ გერმანია წარმატებას მიაღწევდა და სსრკ-ს დაიპყრობდა, სომხეთი დამოუკიდებლობას მოიპოვებდა.[5][6]

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნჟდე 1930-იან წლებში

გარეგინ ტერ-ჰარუთიუნიანი დაიბადა 1886 წლის 1 იანვარს, ნახჩივანში, სოფელ კზნუტში. ის იყო ყველაზე უმცროსი ოთხი დედმამიშვილიდან. მან დაკარგა მამა, ტერ ეგიშე, ადრეულ ბავშვობაში. ნჟდე სწავლობდა ნახჭევანის რუსულ სკოლაში და შემდეგ სწავლა განაგრძო ტფილისის გიმნაზიაში. ცოტა ხნის შემდეგ იგი პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად, სწავლა განაგრძო ადგილობრივ უნივერსიტეტში. იურიდიულ ფაკულტეტზე ორწლიანი სწავლის შემდეგ, მან დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და დაბრუნდა კავკასიაში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ სომხურ ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად. 1906 წელს ნჟდე გადავიდა ბულგარეთში, სადაც დაასრულა განათლება სოფიის დიმიტრი ნიკოლოვის სამხედრო კოლეჯში და 1907 წელს მიიღო ჯარში ლეიტენანტის წოდება.

ბალკანეთის ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმავე წელს იგი დაბრუნდა სამხრეთ კავკასიაში. 1908 წელს იგი შეუერთდა სომხეთის რევოლუციურ ფედერაციას და მონაწილეობა მიიღო ირანის რევოლუციაში იეფრემ ხანთან და სებასტიელ მურადთან ერთად. 1909 წელს, კავკასიაში დაბრუნებისთანავე, ნჟდე რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა და სამი წლით ციხეში ჩასვა. 1912 წელს, გენერალ ანდრანიკ ოზანიანთან ერთად, იგი შეუერთდა ეთნიკური სომხების ბატალიონს ბულგარეთის არმიის მაკედონიურ-ადრიანოპოლიტურ მოხალისეთა კორპუსში ბალკანეთის ომებში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად, მონაწილეობა მიიღო თრაკიისა და მაკედონიის დასაპყრობ კამპანიებში. ბალკანეთის მეორე ომის დროს იგი დაიჭრა. ბრძოლაში სიმამაცისა და თავდადების გამო ბულგარეთის სამხედრო ხელისუფლებამ ნჟდეს მიანიჭა მამაცობის ჯვარი.[7]

პირველი მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ მსოფლიო ომამდე, 1914 წელს რუსეთის ხელისუფლების მიერ ამნისტიის შემდეგ, ნჟდე დაბრუნდა კავკასიაში, რათა მოემზადებინა სომხური მოხალისე ქვედანაყოფები რუსეთის არმიაში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ომის საწყის ეტაპზე, 1915 წელს, იგი დაინიშნა დრასტამატ კანაიანის მოადგილედ, რომელიც ხელმძღვანელობდა მე-2 მოხალისეთა ბატალიონს. მოგვიანებით, 1916 წელს, იგი მეთაურობდა სპეციალურ სომხურ-ეზიდურ სამხედრო ნაწილს. რუსეთის რევოლუციისა და რუსული არმიის გაყვანის შემდეგ, ნჟდემ წამოიწყო შეტაკებები ალაჯაიში, რამაც უზრუნველყო სომხური ძალების ალექსანდრაპოლში უსაფრთხო გადასვლა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა ჯილდო წელი
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი მამაცობის ორდენი სიმამაცისთვის 1912 წლის 16 ნოემბერი
{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია წმინდა ვლადიმირის ორდენი მე-3 კლასი 1915, 1918
წმინდა ანას ორდენი მე-4 კლასი 1915
წმინდა გიორგის ჯვარი მე-3 კლასი 1916
წმინდა გიორგის ჯვარი მე-2 კლასი 1916

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Harutyunyan, Arus (2009). Contesting National Identities in an Ethnically Homogeneous State: The Case of Armenian Democratization. Western Michigan University, გვ. 61. ISBN 9781109120127. 
  2. Panossian, Razmik (2006). The Armenians: from kings and priests to merchants and commissars. New York: Columbia University Press, გვ. 301. ISBN 9780231139267. 
  3. Chorbajian, Levon (1994). The Caucasian Knot: The History & Geopolitics of Nagorno-Karabagh. London: Zed Books, გვ. 134. ISBN 9781856492881. „But it is undeniable that if Zangezur has since been an integral part of Soviet Armenia, it was Nzhdeh who made it possible.“ 
  4. Panossian, Razmik (2006). The Armenians: From Kings and Priests to Merchants and Commissars. London: Columbia University Press, გვ. 259. ISBN 9780231511339. 
  5. Thomas de Waal. Great Catastrophe: Armenians and Turks in the Shadow of Genocide. Oxford University Press, 2015, p. 112
  6. Smele, Jonathan D. (2015) Historical Dictionary of the Russian Civil Wars, 1916-1926. Rowman & Littlefield, გვ. 795. ISBN 978-1442252813. 
  7. Македоно-одринското опълчение 1912–1913. Личен състав по документи на Дирекция "Централен военен архив", София 2006, с. 521 (Macedonian-Adrianopolitan Volunteer Corps. Staff according to documents from Directorate Central Military Archives, Sofia 2006, p. 521)