ყარაბაღის სახანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყარაბაღის სახანო 1801-1813 წლებში

ყარაბაღის სახანოფეოდალური სახელმწიფო აზერბაიჯანში XVIII-XIX საუკუნის დასაწყისში. მდებარეობდა არაქსისა და მტკვრის შუამდინარეთში. დააარსა ფანა ალი-ხანმა 1747 წელს. ყარაბაღის სახანო დროდადრო ავრცელებდა თავის გავლენას განჯის, ერევნის, ნახიჭევანისა და არდებილის სახანოებზე. მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას, მესაქონლეობასა და მებაღეობას, განვითარებული იყო ხელოსნობა. იბრაჰიმ ჰალილ-ხანმა (1759-1806 წწ.) ირანის ან ოსმალეთის შიშით მფარველობისათვის რუსეთს მიმართა. 1805 წელს ხემოწერილ იქნა ხელშეკრულება ყარაბაღის სახანოსა და რუსეთს შორის მფარველობაში შესვლის შესახებ. 1822 წელს სახანოს მმართველობა გაუქმდა, იგი შეცვალა რუსულმა სამხედრო ადმინისტრაციამ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]