შინაარსზე გადასვლა

ჯავადის სახანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯავადის სახანო (აზერ. جواد خالیغی, სპარს. جاواد خانلیغی) — თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი სახანო, რომლის დადაქალაქიც იყო ჯავადი. რეგიონი ჯავადიდან ვრცელდებოდა მდინარე მტკვრის სამხრეთ-დასავლეთით და მდინარე არაქსის აღმოსავლეთით. მას ესაზღვრებოდა შამახის სახანო (ჩრდილოეთ მხარეს), ყარაბაღის სახანო (დასავლეთით), ყარადაღის სახანო (სამხრეთ-დასავლეთი), თალიშის სახანო (სამხრეთიდან) და სალიანის სასულთნო (აღმოსავლეთ მხრიდან).

რეგიონი ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის შუა პერიოდში იმ ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთს ხვდება მდინარეები მტკვარი და არაქსი. 1768 წელს რეგიონი იყო ყუბის სახანოს მმართველობის ქვეშ. ეს ტერიტორიები 1805 წელს ანექსირებული იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.[1]

ცუციევის ატლასში[2] სახანო ნაჩვენებია 1763-1785 წლის რუკაზე. 1791-1801 წლების რუკაზე მისი ტერიტორია უკვე შირვანის სახანოს ნაწილია, ხოლო სამხრეთით მდებარე ზოგიერთი ნაწილი კი თალიშს ეკუთვნის.

1768 წელს ჯავად ტალეჰ ჰასან ხანმა ნებაყოფლობით მიიღო ყუბის სახანოს დამოუკიდებლობა. ამასთან, სახანოს ძალა კონცენტრირებული იყო ჯავადში.

ამ მოვლენამ, ყუბის სახანოს ტერიტორიის გაფართოებასთან ერთად, ასევე გავლენა მოახდინა მისი მოსახლეობის დინამიკაზე. ისტორიული წყაროები აღნიშნავენ, რომ ჯავადის სახანოს ნებაყოფლობითი კავშირი ყუბის სახანოსთან დადებით გავლენას ახდენდა მისი მოსახლეობის რაოდენობასა და ხარისხზე. მუღანის მოსახლეობამ შეძლო სტაბილურ პოლიტიკურ გარემოში ცხოვრება მეთვრამეტე საუკუნის 60-80-იან წლებში. ჯავადის სახანოს ისტორია მეტად მოკლეა, მაგრამ შეუძლებელია სახანოეის სისტემაში მისი არსებობის უარყოფა. მეთვრამეტე საუკუნეში მის შესახებ ძალიან შეზღუდული და დამახინჯებული ინფორმაცია ინახებოდა ისტორიის წიგნებსა და არქივებში. ასევე მისი მოსახლეობის ისტორიის წყაროებიც საკმაოდ შეზღუდული და ეპიზოდურია. მე -16 საუკუნეში ჯავადი უკვე ნახევრად დამოუკიდებელი სახანო იყო. მუღანის დაბლობი სახანოს ტერიტორიის შემადგენლობაში შედოდა. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ჯავადის სახანოს, ზოგიერთი ისტორიული წყარო უწოდებს მუღანის სახანოს.

სამხედრო და პოლიტიკური მდგომარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ისტორიული მოვლენა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მუღანის დაბლობისა და ჯავადის დემოგრაფიულ ვითარებაზე, განპირობებული იყო 1778 წელს ჰადიად ხანის შეტევით ამ რეგიონში. ისტორიულ ლიტერატურაში ჩანს, რომ ჯავადის სახანოს ხანი, რომელსაც მშვიდობიანი ურთიეღთობა ჰქონდა ყუბის ხანთან, მალევე ასევე ფატალის ხანის ერთ-ერთი უახლოეს ადამიანად იქცა. ჯავადის ხანი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი იყო ფატალის ხანისათვის, რომელიც მონაწილეობდა მის საიდუმლო შეხვედრებში. მუღანის გაერთიანება, როგორც სამხედრო, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით, გულისხმობდა გუბის სახანოს კიდევ მეტად გაძლიერებას. ფატალის და მუღანის დაბლობებისა და ჯავადის ხანების ინტერესში არ შედიოდა ტერიტორიებისთვის დავა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუღანის დაბლობის უმეტესი ნაწილი, ფატალის ხანის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ წარმოადგენდა ტრადიციული ზამთრის საზოვრების ზონას პირუტყვებისთვის. სამხრეთის სახანოების რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც ადრე ქუბის სახანოს წინააღმდეგ იბრძოდნენ , მკაფიო სამხედრო ჩარევას შეუდგნენ 1774 წელს ფატალის ხანის დამარცხებისთანავე. გილანის ხანი განსაკუთრებით დაინტერესდა ამ ვითარებით. იგი გაერთიანდა შირვანის ხანთან. მათი ჯარები 1778 წელს გაემგზავრნენ ჯავადში, ლენქორანისა და სალიანის გაძარცვის შემდეგ. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს თანახმად, ქალაქიდან 7 500 ადამიანი გადაასახლეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • rulers.org
  • Countries An-Az en. rulers.org. ციტირების თარიღი: 2018-12-23.
  • Vahid Ömərov-fəlsəfə üzrə fəlsəfə doktoru. (2012-10-10) Azərbaycan xanlıqları az. sesqazeti.az. ციტირების თარიღი: 2018-12-23.
  • A.N.Abbasbəyli, S.Z.Yusifzadə. (2011-11-14) Azərbaycanda xanlıqlar. az. kayzen.az. ციტირების თარიღი: 2018-12-23.
  1. Javad khanate. Azerbaijans.com.
  2. Athur Tsutsiev, Atlas of the Ethno-Political History of the Caucasus, 2004