ქსუ იუჰუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქსუ იუჰუა
Xu Yuhua 2008.jpg
ქსუ იუჰუა2008 წელი
სახელი ქსუ იუჰუა
ქვეყანა (სპორტი) ჩინეთის დროშა ჩინეთი
ეროვნება ჩინელი
დაბადების თარიღი 29 ოქტომბერი, 1976 (1976-10-29) (44 წლის)
დაბადების ადგილი ჯინჰუა, ჩინეთი
წოდება დიდოსტატი (2007)
ფიდე რეიტინგი 2465 (თებერვალი 2021)[1]
მაქსიმალური რეიტინგი 2517 (აპრილი 2006)


ქსუ იუჰუა (ინგლ. Xu Yuhua (ჩინ. 許昱華; pinyin: Xǔ Yùhua) დ. 29 ოქტომბერი, 1976, ჯინჰუა, ჩინეთი) — ჩინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი ქსიუ იუჰუა 1976 წლის 29 ოქტომბერს ჩინურ ცზინჰუაში დაიბადა. ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი 2006 წელს გახდა და 2008-მდე ფლობდა ტიტულს. იგი მესამე ჩინელი ქალი იყო, ვინც ეს მოახერხა. მანამდე ჩემპიონები სიუ ძუნი და ჩჟუ ჩენი გახდნენ. გარდა ამისა იუჰუა არის ოლიმპიადის სამგზის გამარჯვებულიც.

მოკლე ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭადრაკის თამაში 6 წლისას მამამ ასწავლა. 1996 წელს აზიის გოგონათა ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1998-ში კუალა-ლუმპურში აზიის ქალთა პირველობა[2].

მსოფლიოს ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა 1993 წლიდან დაიწყო, როცა ფიდეს ზონალური ტურნირი მოიგო. ივლის-აგვისტოში ინტერზონალურ ტურნირში იასპარეზა, რომელიც ჯაკარტაში შვეიცარიულ სისტემით გაიმართა. მან 4 მოიგო, 6 წააგო, 2 ყაიმით დაასრულა, ორიც გამოტოვა, 39 მონაწილეს შორის 27-ე ადგილს დასჯერდა და კანდიდადთა 9 ქალიან ტურნირზეც ვერ მოხვდა. რომლის გამარჯვებულიც 1995 წელს გამოვლინდა და მომდევნო წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მოქმედ მფლობელს შეერკინა.

2000[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხი წლის შემდეგ დელიში მოსინჯა ძალები, სადაც 61 მონაწილეს შორის რეიტინგით მეხუთე იყო. შეჯიბრი კი ნოკაუტ-სისტემით გაიმართა, მან ორი მეტოქე არგენტინელი კლაუდია ამურა და აშშ-ს სახელით მოასპარეზე ანა ჰანი ერთნაირი ანგარიშით 1,5:0,5 ჩამოიცილა, თუმც მესამეში უკრაინელ ნატალია ჟუკოვთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა 1,5:2,5.

2001[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფრო უკეთესი იყო 2001 წელს მოსკოვში, სადაც 64 მონაწილეს შორის რეიტინგით მე-8 იყო. ნახევარფინალამდე მივიდა, თუმც მასპინძელ ლამაზმან ალეკსანდრა კოსტენიუკთან დამატებით დროში 1:3 დამარცხდა. მანამდე ჩინელმა ალჟირელი ფარიდა აროუჩე (2:0), სომეხი ელინა დანიელიანი (1,5:0,5), აშშ-ის სახელით მოასპარეზე ლიტველი კამილა ბაგინსკაიტე (3:1) და რუმინელი კრისტინა ადელა ფოისორი დაიფრინა (4:2).

2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხედფინალამდე უწია 2004-ში ელისტაში, თუმც ინდუს ჰუმპუ კონერუს ვერაფერი მოუხერხა და მშრალად 0:2 დამარცხდა. მანამდე ქართველი სოფიო ტყეშელაშვილი 3:1, ელინა დანიელიანი 1,5:0,5, გერმანელი ელიზაბეტ პეტცი 1,5:0,5 დაამარცხა.

2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩემპიონი 2006 წლის 25 მარტს ეკატერინბურგში გახდა[3]. 64 მონაწილეს შორის რეიტინგით მე-6 იყო, შეჯიბრი კი ნოკაუტ-სისტემით გაიმართა. პირველ ტურში ვიეტნამელი ჰოან ქსუან თან ხიე დაამარცხა 1,5:0,5. იგივე ანგარიშებით დაიფრინა უკრაინელი ანა უშენინა, რუსები ტატიანა კოსინცევა, კატერინა კოვალენსკაია 2,5:1,5, სვეტლანა მატვეევა და ფინალში ასევე გამოცდილ მასპინძელ ალიას გალიამოვას დაეჯახა. რეგლამენტით ფინალი ოთხ პარტიად უნდა გამართულიყო, თუმც ჩინელმა დროზე ადრე შეწყვიტა და სამ ტურში მოუმთავრა საქმე. პირველივე მოიგო შავებით, მეორე გააყაიმა, მესამე კი იმარჯვა და საბოლოო ანგარიში 2,5:0,5 დააფიქსირა.

მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4
ქსუ იუჰუა დროშა: ჩინეთი ჩინეთი 1 = 1 - 2,5
ალისა გალიამოვა დროშა: რუსეთი რუსეთი 0 = 0 - 0,5

აღსანიშნავია რომ ამ დროს იუჰუა ფეხმძიმედ იყო. [4]. იმ წელს ჩემპიონი სამშობლოში პეკინის ათ გამორჩეულ ახალგაზრდათა შორის დაასახელეს.

2008[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს ნალჩიკში პირველ ნომრად იყო განთესილი, თუმც მეორე წრეში რუს სვეტლანა მატვეევასთან 0,5:1,5 დამარცხდა. მანამდე სამხრეთ აფრიკელი ანზელ სოლომონსი 1,5:0,5 დაამარცხა.

ფიდეს გრან-პრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009-2010-ში ქალთა შორის ფიდეს გრან-პრიზე გამოვიდა და ნანკინში მეორე ეტაპის გამარჯვებულიც გახდა. დარჩენილ სამ ეტაპზე კი მცირე ქულები მოიპოვა და საბოლოო ჩათვლაში 20 მონაწილეს შორის მე-7 ხვდა წილად, რითაც მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა. გარდა ამისა არის ქალთა მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი, 2000[5] და 2002 წლებში.

ჩინეთის ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამჯერ ჩინეთის ნაკრების შემადგენლობაში 2000, 2002 და 2004-ში ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადაზე ოქრო მოიგო. პირველად მესამე დაფაზე თამაშობდა, შემდეგებში კი მეორეზე. ჩინეთის საჭადრაკო ლიგაში (CCL) ჯეძიანის კლუბში გამოდის. დიდოსტატი ქალთა შორის 2001 წელს გახდა, ხოლო კაცებში 2006-ში. ამ დროისთვის იგი გახდა 22-ე ჩინელი, ვინც ეს ტიტული დაიმსხურა. ყველაზე დიდი რეიტინგი 2006 წლის აპრილში 2517 ჰქონდა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს პეკინის უნივერსიტეტში იურიდიულის ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა, 2011-ში კი იმავე უნივერსიტეტში ჩინეთის ენათმეცნიერების მაგისტრი გახდა ლიტერატურაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. February 2021.
  2. [2]. ASIAN WOMEN'S CHESS CHAMPIONSHIP 1998.
  3. [3]. Xu Yuhua is the eleventh Women's World Champion.
  4. [4]. Female chess players.
  5. [5]. World Cup (Women) (2000).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ანტოანეტა სტეფანოვა
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
2006-200
შემდეგი:
ალეკსანდრა კოსტენიუკი