ქვემო ჯუბის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქვემო ჯუბა
სომალ. Jubbada Hoose
არაბ. جوبا السفلى
Kismayo.jpg
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
ადმ. ცენტრი კისმაიო
კოორდინატები 0°26′00″ ჩ. გ. 41°36′00″ ა. გ. / 0.43333° ჩ. გ. 41.60000° ა. გ. / 0.43333; 41.60000
დაარსდა 1980
ფართობი 42 876 კმ²
მოსახლეობა 489 307 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 11,41 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+3]]
სატელეფონო კოდი +252
ISO 3166 კოდი SO-JH[1]
Somalia regions map Jubbada Hoose.svg

ქვემო ჯუბა (სომალ. Jubbada Hoose, არაბ. جوبا السفلى) — რეგიონი სომალის სამხრეთში, ისტორიული რეგიონის — ჯუბალენდის ნაწილი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კისმაიო.[2] რეგიონი შეიქმნა 1980-იან წლებში. დასავლეთში ის ესაზღვრება კენიას, ჩრდილოეთით გედოს რეგიონს, აღმოსავლეთით შუა ჯუბას, ხოლო სამხრეთით ინდოეთის ოკეანეს.

პოლიტიკური სიტუაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომალის სამოქალაქო ომის დროს რეგიონს აკონტროლებდა ორგანიზაცია JVA (ჯუბის ხეობის ალიანსი (Juba Valley Alliance)), მაგრამ 2006 წელს ხელისუფლება ხელში ჩაიგდო ისლამური სასამართლოების კავშირმა.

2006 წელს მოხდა მდინარე ჯუბას ადიდება[3].

2007 წლის დასაწყისიდან ამ რეგიონში მდებარეობდნენ ისლამური სასამართლოების კავშირის უკანასკნელი საყრდენი რაიონები[4], რომლებსაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ბომბავდნენ[5]. 2008 წელს რეგიონს იყოფდნენ ისლამისტები და სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობისადმი ლოიალური ძალები.

2010-2011 წლებში რეგიონს აკონტროლებდა ჰარაკატ აშ-შაბააბი. 2011 წლის შემოდგომიდან ლინდა ნჩის ოპერაციის დროს ჰარაკატ აშ-შაბააბი განდევნეს რეგიონის ტერიტორიიდან, ხოლო 2012 წლის შემოდგომაზე გაანთავისუფლეს ქალაქი კისმაიო.

2014 წელს ქვემო ჯუბა ფორმალურად შედის ჯუბალენდის ავტონომიური წარმონაქმნის შემადგენლობაში, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას სომალის ფედერალურ მთავრობასთან და დღეისათვის მიმდინარეობს ბრძოლები მასსა და ჰარაკატ აშ-შაბააბის ძალებს შორის.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემო ჯუბა იყოფა 5 რაიონად:[6]

რეგიონში ასევე შედის ბაჯუნის კუნძულები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.
  2. Somalia. The World Factbook. Central Intelligence Agency. წაკითხვის თარიღი: 6 December 2013.
  3. UNICEF Somalia: Press releases
  4. BBC News: US navy patrols Somalia's coast
  5. BBC News: New attacks in southern Somalia
  6. Districts of Somalia. Statoids. წაკითხვის თარიღი: 6 December 2013.