შინაარსზე გადასვლა

სანაგის რეგიონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
სანაგი
სომალ. Sanaag
არაბ. سناج
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
ადმ. ცენტრი Erigavo
კოორდინატები 10°46′45″ ჩ. გ. 48°11′09″ ა. გ. / 10.77917° ჩ. გ. 48.18583° ა. გ. / 10.77917; 48.18583
დაარსდა 1980
ფართობი 53 374 კმ²
მოსახლეობა 544 123 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 10,19 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +252

სანაგი (სომალ. Sanaag, არაბ. سناج) — რეგიონი სომალის ჩრდილოეთში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ერიგაბო.

სანაგის რეგიონს აქვს გრძელი სანაპირო ზოლი ადენის ყურეში. რეგიონს ოფიციალურად ესაზღვრება სომალის რეგიონები: სამხრეთით — სოლი, აღმოსავლეთით — ბარი, სამხრეთ-დასავლეთით — ტოგდერი და დასავლეთით — ვოკუი-გალბიდი. როგორც ერთიანი მთლიანი რეგიონი ის უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. დღეისათვის რეგიონის საზღვრები განსხვავდება იმ სახელმწიფოების ადმინისტრაციული დაყოფისგან, რომლებიც აკონტროლებენ ყოფილი სანაგის რეგიონის ტერიტორიას: სომალილენდის ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით სანაგის რეგიონის შემადგენლობიდან გამოყოფილია დასავლეთი ნაწილი, პუნტლენდის ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით სანაგის რეგიონს გამოყვეს აღმოსავლეთის ნახევარი — მააჰირი. რეგიონის ცენტრალურ ნაწილს აკონტროლებს — სულ-სანაგ-აინი.

2014 წლის შეფასების თანახმად რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 544 123 ადამიანს[1][2].

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომალის რესპუბლიკის სამოქალაქო ომამდელი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით სანაგის რეგიონი დაყოფილი იყო 5 რაიონად:[3]

რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკავებულია მესაქონლეობით და მხოლოდ მისი მცირე ნაწილი მისდევს ფერმერობას, თევზჭერას, სანელებლების მოყვანას და კომერციულ აქტიურობას.