ბაჯუნის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჯუნის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Bajun Islands
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 00°45′00″ ს. გ. 42°15′00″ ა. გ. / 0.75000° ს. გ. 42.25000° ა. გ. / -0.75000; 42.25000
კუნძულთა რაოდენობა 37
მთავარი კუნძული ტულა (კუნძული)
ფართობი 31 კმ²
სომალის დროშა სომალი
რეგიონი ქვემო ჯუბა
დემოგრაფია
მოსახლეობა 1000 ად.

ბაჯუნის კუნძულები (ინგლ. Bajun Islands,[1] Baajun Islands) — კუნძულების ჯაჭვი, გადაჭიმული ინდოეთის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ სომალის სამხრეთ ნაწილში, კისმაიოდან სამხრეთისკენ კენიის საზღვრის მიმართულებით.

კუნძულები მცირერიცხოვანი ბაჯუნის ხალხის მკვიდრი დასახლების ადგილია.

ბაჯუნის კუნძულების შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჩისიმაიო (Chisimaio)
  2. კანდაივუ (Kandhaivu)
  3. ფუმა (Fuma)
  4. კოიამა (Coiama) — 6,38 კმ²
  5. ნგუმი (Ngumi) — 2,56 კმ²
  6. თენინა (Thenina)
  7. ტოვაი (Chovaye) — 5,46 კმ²
  8. ტეგადი (Tegadi)
  9. ტულა (Chula) — 6,40 კმ²
  10. ჩანდრაა (Chandraa) — 2,95 კმ²
  11. დარკასი (Darkasi) — 1,99 კმ²
  12. ამბუ (Ambu)
  13. გუა (Gua)

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოვაის კუნძულზე არსებობს ქვის ქალაქის ნანგრევები; კუნძულზე ნამყოფი ბრიტანელი ჩინოვნიკის აზრით, ტოვაის კუნძულზე ნანახი ქვაზე თლა საკმაოდ ჰგავს კენიის ლამუს არქიპელაგზე ნანახს.[1]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წლის მდგომარეობით, მხოლოდ ორი დიდი კუნძული — ტოვაი (ანუ ჩოვაე, 0°52′19″S 42°09′33″E / 0.8720° ს. გ. 42.1593° ა. გ. / -0.8720; 42.1593) და ტულა (ანუ ჩულა, 1°00′19″S 42°02′11″E / 1.0052° ს. გ. 42.0364° ა. გ. / -1.0052; 42.0364) იყო დასახლებული.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Haywood, C. Wightwick (1935), "The Bajun Islands and Birikau", The Geographical Journal 85: 59-64, http://www.jstor.org/pss/1787038