ბარის რეგიონი (სომალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბარი
სომალ. Bari
Bosaaso2007.jpg
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
ადმ. ცენტრი ბოსასო
კოორდინატები 10°50′00″ ჩ. გ. 50°11′00″ ა. გ. / 10.83333° ჩ. გ. 50.18333° ა. გ. / 10.83333; 50.18333
ფართობი 70 088 კმ²
მოსახლეობა 719 512 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 10,27 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+3]]
სატელეფონო კოდი +252
ISO 3166 კოდი SO-BR[1]
Somalia regions map Bari.svg

ბარი (სომალ. Bari) — რეგიონი (gobolka) სომალის ჩრდილოეთ ნაწილში. რეგიონში არსებობს დიდი ქალაქები: ბოსასო (ადმინისტრაციული ცენტრი) და გარდო. რეგიონი ესაზღვრება სანაგის და სოლის რეგიონებს დასავლეთში, ნუგალის რეგიონს სამხრეთში, ადენის ყურეს ჩრდილოეთში და ინდოეთის ოკეანეს აღმოსავლეთში. ფართობის მიხედვით ბარის რეგიონს უკავია მეორე ადგილი სომალის რესპუბლიკაში. რეგიონის მაცხოვრებელთა უმრავლესობა მიეკუთვნება ოსმან მაჰმუდის კლანის ქვეკლანებს.[2][3]

ბარის რეგიონი განსაკუთრებით ძლიერ დაზარალდა ცუნამისგან, რომელიც გამოიწვია 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში, ინდონეზიის კუნძულ სუმატრასთან მომხდარმა მიწისძვრამ. ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჰაფუნის ნახევარკუნძულზე და სანაპირო ავტოგზის სიახლოვეს, რომელიც აკავშირებს რეგიონს ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან.

ადმინისტრაციული ცენტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტონომიური მთავრობის მონაცემებით სომალის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პუნტლენდის ბარის რეგიონი იყოფა ორ ადმინისტრაციულ რეგიონად: ბარი ჩრდილოეთში (ადმინისტრაციული ცენტრი — ბოსასო) და კარკაარი სამხრეთში (ადმინისტრაციული ცენტრი — გარდო)[4].

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარის რეგიონში არსებობს 8 ოფიციალური რაიონი[5][6]:

  1. კარმო
  2. ბალიდიდინი
  3. ბოსასო — ბარის ადმინისტრაციული ცენტრი.
  4. გუმბაქსი
  5. ისკუსუბანი
  6. რასა ბინა
  7. განდალა
  8. გარდო

ბარის რეგიონში ასევე არსებობს სხვადასხვა ტომებით დასახლებული ოლქები, რომლებსაც ზოგჯერ რაიონებსაც უწოდებენ და მდებარეობენ შემდეგ ადგილებში:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.
  2. Robert Buijtenhuijs, Piet Konings, Wim M. J. van Binsbergen, Gerti Hesseling, Trajectoires de libération en Afrique contemporaine: hommage à Robert Buijtenhuijs, (KARTHALA Editions: 2000), p.134.
  3. Bader, Christian (1999). Le sang et le lait: brève histoire des clans somal. Maisonneuve & Larose, გვ. 236. ISBN 2-7068-1373-3. 
  4. Puntland State. Puntland State Government. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-02-10. (ინგლისური)
  5. «Districts of Somalia» Statoids 31 December 1990 (ინგლისური)
  6. «Somalia National Peace Plan: Annex V» 31 December 1990 (ინგლისური)