კისმაიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
კისმაიო
სომალ. Kismaayo
არაბ. كيسمايو‎‎
Kismayo.jpg
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
რეგიონი ქვემო ჯუბის რეგიონი
კოორდინატები 00°21′30″ ს. გ. 42°33′00″ ა. გ. / 0.35833° ს. გ. 42.55000° ა. გ. / -0.35833; 42.55000
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
ოფიციალური ენა სომალი ენა და სუაჰილი ენა
მოსახლეობა 183 300 კაცი (2000)
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
კისმაიო — სომალი
კისმაიო
კისმაიო
კისმაიოს აეროპორტი

კისმაიო (სომალ. Kismaayo; არაბ. كيسمايو‎‎) — საპორტო ქალაქი სომალიში. ქვეყნის ქვემო ჯუბის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია და არაღიარებული ჯუბალენდის სახელმწიფოს დედაქალაქია[1].

მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში, კენიის საზღვრის სიახლოვეს. ქალაქი განლაგებულია ინდოეთის ოკეანის ნაპირზე, მდინარე ჯუბის შესართავთან ახლოს. ქალაქთან სიახლოვეს, ოკეანეში მდებარეობს ბაჯუნის კუნძულები. საოკეანო პორტი და აეროპორტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კისმაიო დააარსა ბაჯუნის ხალხმა, რომლებიც ლაპარაკობენ სუაჰილის ენაზე. მოგვიანებით ამ რეგიონში მოვიდა სომალელი ხალხი. დღეისათვის ქალაქის და მისი შემოგარენის მოსახლეობა მულტიეთნიკურია.

1835 წელს კისმაიო და მისი შემოგარენი დაემორჩილა ზანზიბარის სულთანს. 1895 წლიდან ჯუბალენდის რეგიონი, რომელშიც იმყოფებოდა კისმაიო, შევიდა დიდი ბრიტანეთის კოლონიის — კენიის შემადგენლობაში. 1925 წელს ის გადაეცა იტალიას და 1926 წელს შევიდა კოლონია იტალიის სომალის შემადგენლობაში. კისმაიო ხდება ოლტრე ჯიბას ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი დაიყო ხუთ რაიონად: Farjano, Faanoole, Shaqaalaha, Siinaay და Calanleey. ქალაქის დაფუძნების ადგილია Calenleey-ს რაიონი, რომელიც ყველა ოთხი რაიონიდან ყველაზე ძველია. ეთნიკურ სომალელებთან ერთად ქალაქში ცხოვრობენ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები, ინდოელების, არაბების, ბანტუს ხალხის, ბარავანის, ბაჯუნის და სხვების ჩათვლით.

სომალიში სამოქალაქო ომის დროს კისმაიოს დასაუფლებლად მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლები. ჯუბალენდის კონფლიქტი შეეხო თითქმის ყველა სომალულ კლანს, რომლებიც ასე თუ ისე პრეტენზიებს აცხადებდნენ ამ ტერიტორიებზე, რადგანაც თითოეულ კლანს აქვს ნაწილობრივი ქონება კისმაიოში ან ქვემო ჯუბის რეგიონში[2]. სხვა სიტყვებით, სიტუაციის კონფლიქტოგენურობა სამხრეთში მთლიანად და სრულად დამოკიდებულია საფუძვლიან საკითხზე, ვის ეკუთვნის ეს ტერიტორიები. თითოეული კლანს აქვს თავისი საკუთარი მოთხოვნები, რომლებიც დამოკიდებულია ისტორიულ მოვლენებზე საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე. ბრძოლის ეპიცენტრში მოხვდა კონტროლი პორტზე, რომელიც გამოიყენება ქვანახშირის ექსპორტის და სხვა საქონლის იმპორტისაგან მიღებულ შემოსავლებზე, ხოლო განსაკუთრებით კენიიდან შაქრის კონტრაბანდაზე. კისმაიოს მაკონტრირებელ სომალურ კლანებს აქვთ საუკეთესო პირობები ჯუბალენდში ცხოვრებისათვის და ქალაქი მათ მიერ აღიქმევა, როგორც ამ არაღიარებული ქვეყნის დედაქალაქი.

მიუხედავად დაროდის კლანური ოჯახის ფართე გავრცელებისა, მდინარე ჯუბასა და ტანას შორის ტერიტორიაზე დომინირებული ბევრი სხვა კლანი და სოციალური ჯგუფები შეადგენენ მოსახლეობის საერთო რაოდენობის მნიშვნელოვან ნაწილს და აუცილებლობად თვლიან მიიღონ გარკვეული ნაწილი პორტიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში კისმაიოზე კონტროლის გადანაწილება შეიძლება გახდეს შემოსავლის წყარო შეიარაღებული ოპოზიციისათვის, ჰარაკატ აშ-შაბააბის სახით[3].

ჯუბალენდში სამშვიდობო შეთანხმების ძალისხმევამ დადებითი გავლენა იქონია ქვემო ჯუბის რეგიონისთვის და პორტ კისმაიოსთვის ბრძოლის დამთავრებაზე. სხვა რეგიონების ბანდიტური ფორმირებები აგრძელებდნენ საბრძოლო მოქმედებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა შეთანხმება მიღწეული იქნა 1993 წლის აგვისტოში ჯუბალენდის დედაქალაქში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა დაჯგუფებების 154 ლიდერმა. მაგრამ კონფლიქტი კვლავ გაჩაღდა 1994 წლის თებერვალში, რადგანაც უხუცესებმა ვერ შეძლეს მშვიდობაზე დაეთანხმებინათ ორი დაჯგუფება. გაეროს სამშვიდობო ოპერაცია სომალიში ეცადა გამოეყენებინა კისმაიოს კონფლიქტის მოსაგვარებელი ყოვლისმომცველი შეთანხმება ბოევიკებს შორის, როგორც შაბლონი ეროვნული შერიგებისათვის. 1994 წლის მაისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლანსანა კუიატემ მიაღწია შეთანხმებას ნაირობიში და წარმოთქვა: «დღეისათვის საველე მეთაურები არიან მშვიდობიანი ლიდერები», მაგრამ ოპტიმისტური დასკვნა არ დასტურდება შემდგომი მოვლენებით. შერიგების ყოვლისმომცველი ეროვნული კონფერენცია არ ჩატარდა[4].

თავიდან კისმაიო იყო 1999 წელს ჩამოყალიბებული ჯუბის ხეობის ალიანსის საყრდენი ბაზა. 2006 წლის სექტემბერს ქალაქი დაიკავა ისლამური სასამართლოების კავშირის ჯარებმა, მაგრამ 2007 წლის 1 იანვარს ისინი კისმაიოდან უკუაგდო ეთიოპიის ჯარის ნაწილებმა და სომალის გარდამავალმა მთავრობამ.

2008 წლის აგვისტოდან კისმაიოს აკონტროლებდა ისლამური სასამართლოების კავშირის რადიკალური ფრთის — ჰარაკატ აშ-შაბააბის შეიარაღებული ძალები. 2012 წლის შემოდგომაზე აფრიკის კავშირის ძალებმა (კონკრეტულად — კენიისა და ეთიოპიის სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობისა და მოძრაობა რასკამბონის დახმარებით) უკუაგდეს ჰარაკატ აშ-შაბააბი კისმაიოდან და დაამყარეს კონტროლი ქალაქზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Somalia: Southwest state leader on visit to Jubaland - See more at: http://www.garoweonline.com/page/show/post/1329/somalia-southwest-state-leader-on-visit-to-jubaland#sthash.IjwYTzRk.dpuf // Garowe online, 27.12.2014
  2. Farah I. Hussein A. and Lind J. Deegaan, Politics and War in Somalia // Scarcity and Surfeit The ecology of Africa’s conflicts Chapter seven. p. 321
  3. Menkhaus K. After the Kenyan intervention in Somalia 2012. // The enough. Project to end genocide and crimes against humanity. pp. 4-5. (ინგლისური)
  4. Goodfield B. A. Challenges and Psychological Dynamics of Negotiating Risks in Failed States: The Somali Case. p. 28. (ინგლისური)