ტოგდერის რეგიონი
| რეგიონი | |
|---|---|
|
ტოგდერი სომალ. Togdheer არაბ. تُوجدَير | |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | ბურაო |
| კოორდინატები | 8°36′48″ ჩ. გ. 46°15′08″ ა. გ. / 8.61333° ჩ. გ. 46.25222° ა. გ. |
| დაარსდა | 1980 |
| ფართობი | 38 663 კმ² |
| მოსახლეობა | 721 363 კაცი (2014) |
| სიმჭიდროვე | 18,66 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC+3 |
| სატელეფონო კოდი | +252 |
| ოფიციალური საიტი | https://www.govsomaliland.org/ |
|
| |
ტოგდერი (სომალ. Togdheer, არაბ. تُوجدَير) — რეგიონი სომალის ჩრდილოეთში. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ბურაო. მდებარეობს არაღიარებული სახელნწიფო სომალილენდის ჩრდილო-დასავლეთში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტოგდერის რეგიონის ფართობი 2007 წლის მონაცემებით შეადგენდა 38 663 კმ²-ს, ხოლო მოსახლეობის შეფასება 2014 წლის მონაცემებით 721 363 ადამიანს[1][2]. თანამედროვე ტოგდერის რეგიონის მონაცემები განსხვავებულია იმის გამო, რომ მისი საზღვრები ამჟამად შეცვლილია, კერძოდ, მისი შემადგენლობიდან გამოყოფილია აინის რეგიონი, რომელიც სომალის ავტონომიის ჰატუმოს კონტროლ ქვეშ იმყოფება. ოფიციალურად ესაზღვრება სომალის რეგიონებს: აღმოსავლეთიდან სოლის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სანაგს და დასავლეთიდან ვოკუი-გალბიდს, ხოლო სამხრეთიდან ეთიოპიას. სახელწოდება წარმოდგება ადგილობრივი ტოპონიმის დასახელებისგან — მდინარე ტოგ-დერისაგან.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტოგდერის რეგიონი დაყოფილია ოთხ რაიონად:[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Citypopulation (მოსახლეობის რაოდენობის შეფასება 2014 წელს)
- ↑ მოსახლეობის რაოდენობის შეფასება 2014 წელს
- ↑ Districts of Somalia. Statoids. ციტირების თარიღი: 6 December 2013.
| |||||