ბანკივური ქათამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბანკივური ქათამი
Gallus gallus -Kaziranga National Park, Assam, India-8.jpg
მამალი (მარცხნივ) და დედლები (მარჯვნივ)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gallus gallus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22679199
Gallus gallus

ბანკივური ქათამი (ლათ. Gallus gallus) — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. ჩარლზ დარვინმა დაადგინა, რომ ბანკივური ქათამი შინაური ქათმის წინაპარია. მამლის წონა აღწევს 1250 გრამს, დედლისა - 750 გრამს. მამლის ზურგი მოწითალო-ოქროსფერია, მუცელი - მოშავო-მურა. დედალი მურაა. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგის კუნძულებზე. ახალ გვინეაში, ფილიპინის, მარკიზის, ფიზისა და სხვა კუნძულებზე. ბანკივური ქათამი, როგორც ჩანს ადამიანს გადაუყვანია და შემდეგ გაველურებულა. ცხოვრობს ტყიანსა და ბუჩქნარიან ჯუნგლებში. ბუდობს მიწაზე, ხოლო ღამეს ატარებს ხეზე. იკვებება მარცვლოვნებით, მცენარეთა ნაყოფითა და პატარა უხერხემლო ცხოველებით. ბანკივური ქათამი მოშინაურებულია ინდოეთში დაახლოებით 3000 წლის წინათ ჩვენს ერამდე. აქედან შინაური ქათამი ევროპაში შეუყვანიათ ირანის გავლით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]