ჩიჩახვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიჩახვი (ლათ. Ingluvies) — საყლაპავი მილის გაფართოებული ნაწილი; წარმოადგენს საკვების რეზერვუარს; ზოგჯერ აქვე ხდება საჭმლის ქიმიური გადამუშავება (ფუტკრის ჩიჩახვში ყვავილის ნექტარი თაფლად გადამუშავდება). ჩიჩახვები აქვთ მოლუსკებს, მწერებსა და ფრინველებს, აგრეთვე რგოლოვან, მრგვალ ჭიებსა და ნემერტინებს. ჩიჩახვში გამოიყოფა ლორწოვანი სეკრეტი, რომელიც ფერმენტულად ამუშავებს ან მხოლოდ ასველებს მშრალ საკვებს და მის გარკვეულ ულუფას აწვდის კუჭს. ამონანთხევის სახით ფრინველები იცილებენ მოუნელებელ ნაწილებს, კვებავენ მართვეებს, ჩიჩახვით მოაქვთ მათთვის წყალი და სხვა. ზოგიერთი ფრინველის ტიხტიხის დროს ჩიჩახვი რეზონატორის როლს თამაშობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]