ფოთის ალყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფოთის ალყაფოთის ციხის აღების მცდელობა 1770-1771 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. ფოთის აღებას ცდილობდნენ რუსეთის იმპერიის კორპუსი გენერალ ტოტლებენის მეთაურობით და იმერეთის მეფე სოლომონ I, ხოლო ციხეს იცავდან მასში გამაგრებული ოსმალეთის გარნიზონი.

ალყა დაიწყო 1770 წლის 3 ოქტომბერს ტოტლებენმა, სოლომონის აზრის გაუთვალისწინებლად. რუსეთის მხარეს გამოდიოდა სამეგრელოს მთავარი კაცია I დადიანი 400 კაცით. ტოტლებენს დახმარების პირობა მისცა გურიის მთავარმა გიორგი V გურიელმა, მაგრამ პირობა არ შეასრულა, არც ლაშქრით გამოცხადდა და არც ოსმალებს გადაუკეტა გზა. 1770 წლის დეკემბერში ფოთის ციხის დასახმარებლად ბათუმიდან დაიძრა 6000-კაციანი რაზმი, რომელიც ფოთს სამხრეთიდან მიადგა, ზღვიდან კი მათ დამხმარეად მივიდა ოსმალეთის ფლოტი.

ოსმალებმა ბატარეა მოაწყვეს მდინარე მალთაყვას დასავლეთით, ზღვის შესართავთან. რუსებმა ბატარია მოაწყვეს მდინარე დედაბერასა და მდინარე პალიასტომის შესართავთან. ბრძოლა გაჩაღდა კუნძულ ცივისწყაროზე. 1871 წლის 3 იანვარს ბრძოლაში ოსმალები მძიმედ დამარცხდნენ, მათ მიატოვეს ერთი სპილენძის ზარბაზანი და 6 ნავი და უკან დაიხიეს გრიგოლეთისკენ. რუსებმა მციერ ზარალი ნახეს, დაეღუპათ ერთი ჰუსართა ოფიცერი და დაიჭრა 9 კაცი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარმა დაამარცხა ოსმალების დამხმარე ჯარი, თუმცა ციხის აღება ვერ შეძლო. ტოტლებენმა ფოთს ალყა 1771 წლის 6 თებერვალს მოხსნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. IV გვ. 655-658 — თბილისი, 1978
  • ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 181-187.