ჩესმეს ბრძოლა
იერსახე
| ჩესმეს ბრძოლა | |||
|---|---|---|---|
| რუსეთ-ოსმალეთის ომის ნაწილი | |||
|
ი. აივაზოვსკის ნახატი „ჩესმეს ბრძოლა“ | |||
| თარიღი | 7 ივლისი, 1770 | ||
| მდებარეობა | ჩესმეს ყურე, ოსმალეთის იმპერია | ||
| შედეგი | ოსმალეთის ფლოტის განადგურება | ||
| მხარეები | |||
| |||
| მეთაურები | |||
| |||
| ძალები | |||
| |||
| დანაკარგები | |||
| |||
ჩესმეს ბრძოლა, ჩეშმეს ბრძოლა (თურქ. Çeşme Deniz Savaşı) — საზღვაო ბრძოლა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის დროს 1770 წლის 7 ივლისს ჩესმეს ყურეში (ეგეოსის ზღვა, ქიოსის სრუტე). არქიპელაგში მოქმედმა რუსულმა ფლოტმა 5 ივლისს ქიოსის სრუტეში, ჩესმეს ჩრდილო-დასავლეთით, შეუტია ოსმალეთის ფლოტს და მოწინააღმდეგის საფლაგმანო ხომალდი ჩაძირა. ოსმალეთის ფლოტმა თავი შეაფარა ჩესმეს ყურეს, სადაც იგი რუსეთის ფლოტმა ჩაიჭირა. 7 ივლისს ღამით ყურის შესასვლელთან კონტრ-ადმირალ ს. გრეიგის ავანგარდმა ცეცხლი წაუკიდა ოსმალეთის ხომალდებს, ხოლო შეტევაზე გადასულმა რუსეთის ფლოტის 4 ბრანდერმა - სახაზო ხომალდს. 1 სახაზო ხომალდისა და 5 გალერის გარდა ოსმალეთის მთელი ფლოტი დაიწვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 104.