კალიაკრის ბრძოლა — რუსეთ-ოსმალეთის ომის დამამთავრებელი საზღვაო ბრძოლა. გაიმართა 1791 წლის 11 აგვისტოსბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე, კალიაკრის კონცხთან. რუსულმა ესკადრამ (16 სახაზინო ხომალდი, 2 ფრეგატი, 19 დამხმარე გემი) კონტრადმირალ თედორე უშაკოვის სარდლობით დაამარცხა ოსმალეთის ფლოტი (18 სახაზინო გემი, 17 ფრეგატი, 43 დამხმარე გემი), რომელსაც სანაპირო ბატარეები იცავდა. ამ გამარჯვებამ ხელი შეუწყო 1791 წელს იასის საზავო ხელშეკრულების დადებას.