ქერჩის საზღვაო ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქერჩის საზღვაო ბრძოლა

ქერჩის საზღვაო ბრძოლა — ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის ფლოტებს შორის 1790 წლის 19 ივლისს რუსეთ-ოსმალეთის ომის (1787-1791 წწ.) დროს. ოსმალეთის ესკადრა, რომელიც ოსმალეთიდან ყირიმში დესანტის გადასასხმელად მიემართებოდა 19 ივლისს ქერჩის სრუტიდან 20-25 მილის დაშორებით შეხვდა კონტრ-ადმირალ თეოდორ უშაკოვის რუსულ ესკადრას. ოსმალეთის ფლოტმა ისარგებლა ზურგის ქარით და უმალ შეუტია რუსულ ესკადრას. უშაკოვმა მარჯვე მოქმედებით ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა და მოკლე დისტანციიდან ზუსტი ცეცხლით ზარალი მიაყენა ოსმალეთის ესკადრის ავანგარდსა და ცენტრს. ოსმალეთის ესკადრა განადგურებას გადაარჩინა სწრაფმავალმა ხომალდებმა და ჩამოწოლილმა ნისლმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]