ფეისალ I
ფეისალ I | |
---|---|
فيصل بن حسين | |
სირიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 11 მარტი |
მმართ. დასასრული: | 25 ივლისი, 1920 |
წინამორბედი: | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე: | თანამდებობა გაუქმდა |
ერაყის სამეფოს 1-ლი მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 23 აგვისტო, 1921 |
მმართ. დასასრული: | 8 სექტემბერი, 1933 |
წინამორბედი: | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე: | გაზი I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 მაისი, 1883 |
დაბ. ადგილი: | ტაიფი, საუდის არაბეთი |
გარდ. თარიღი: | 8 სექტემბერი, 1933 |
გარდ. ადგილი: | ბერნი, შვეიცარია |
შვილები: | გაზი I, აზა, რაჯია, რაიფა |
დინასტია: | ჰაშიმიდები |
მამა: | ჰუსეინ იბნ ალი ალ-ჰაშიმი |
დედა: | აბდია ბინტ აბდულა |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ფეისალ I (არაბ. فيصل بن حسين; დ. 20 მაისი, 1883, ტაიფი, საუდის არაბეთი — გ. 8 სექტემბერი, 1933, ბერნი, შვეიცარია) — თანამედროვე ერაყის დამაარსებელი და მისი პირველი მეფე. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა ოსმალების წინააღმდეგ მებრძოლ არაბულ ძალებს გენერალ ედმუნდ ალენბის საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში. დროებით ასრულებდა არაბული არმიის მთავარსარდლის მოვალეობას. ერაყის არმიის ფელდმარშალი და ფლოტის ადმირალი.
დაიბადა ქალაქ ტაიფში, მექის შერიფის ჰუსეინ იბნ ალი ალ-ჰაშიმის ოჯახში. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თურქების წინააღმდეგ საყოველთაო არაბული აჯანყების მსვლელობაში. 1920 წელს საერთო სირიულმა კონგრესმა ფეისალი გამოაცხადა სირიის მეფედ. 1920 წელს სირია საფრანგეთის ჯარებმა დაიკავეს და მეფემ უომრად დატოვა დამასკო.
1921–1933 წლებში ერაყის სამეფოს პირველი მეფეა. გარდაიცვალა 1933 წელს შვეიცარიაში გულის უკმარისობით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Border Massacre“. Time Magazine. 28 აგვისტო 1933. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-21. ციტირების თარიღი: 8 ივნისი 2014.
- „Death of Feisal“. Time Magazine. 18 სექტემბერი 1933. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-08. ციტირების თარიღი: 8 ივნისი 2014.
- Coins of Faisal I.. ციტირების თარიღი: 8 ივნისი 2014.
- Dreaming in Arabic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-02. ციტირების თარიღი: 8 ივნისი 2014.
- King Faisal of Iraq. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-23. ციტირების თარიღი: 8 ივნისი 2014.