ფეისალ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფეისალ II
غازي ابن فيصل
ერაყის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 4 აპრილი, 1939
მმართ. დასასრული: 14 ივლისი, 1958
წინამორბედი: გაზი I
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 მაისი, 1935
დაბ. ადგილი: ბაღდადი, ერაყის სამეფო
გარდ. თარიღი: 14 ივლისი, 1958
გარდ. ადგილი: ბაღდადი, ერაყის სამეფო
დინასტია: ჰაშიმიდები
მამა: გაზი I
დედა: ალია
რელიგია: სუნიტური ისლამი

ფეისალ II (არაბ. الملك فيصل الثاني; დ. 2 მაისი, 1935, ბაღდადი, ერაყის სამეფო — გ. 14 ივლისი, 1958, ბაღდადი, ერაყის სამეფო) — ერაყის სამეფოს მესამე და უკანასკნელი მეფე. ჰაშიმიდების დინასტიის წარმომადგენელი. ერაყის არმიის ფელდმარშალი და ფლოტის ადმირალი. მოკლეს 14 ივლისის რევოლუციის დროს.

ფეისალ II ავტოკატასტროფაში დაღუპული გაზი I-ის ერთადერთი შვილი იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა იგი 4 წლის იყო და მისი რეგენტი გახდა მამის ბიძაშვილი აბდ ალ-ილაჰი, რომელიც ფეისალის სრულწლოვნობამდე ფაქტობრივად სახელმწიფოს მეთაური იყო.

ფეისალ II გარდაიცვალა ერაყის რევოლუციის დროს. რევოლუციის შედეგად ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდა. ჰაშიმიდების დინასტიამ ერაყში არსებობა შეწყვიტა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Young King“. Time Magazine. 17 April 1939. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 17 August 2009.
  • „Revold in Baghdad“. Time Magazine. 21 July 1958. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 27 July 2009.
  • „In One Swift Hour“. Time Magazine. 28 July 1958. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 27 July 2009.
  • Coins of Faisal II.. ციტირების თარიღი: 30 August 2009.