ჰუსეინ იბნ ალი ალ-ჰაშიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰუსეინ იბნ ალი ალ-ჰაშიმი

ჰუსეინ იბნ ალი ალ-ჰაშიმი, ჰუსაინ I (არაბ. حسين بن علي الهاشمي‎‎; დ. 1854 — გ. 4 ივნისი, 1931, ამანი) — ოსმალეთზე დაქვემდებარებული ჰიჯაზისა და მექის გამგებელი (დიდი შერიფი) 1908-1916; ჰიჯაზის მეფე 1916-1924. ჰაშიმიდების დინასტიის დამაარსებელი. I მსოფლიო ომის დროს დიდ ბრიტანეთთან დადო შეთანხმება (1915), რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთი კისრულობდა მომავალი არაბული სახელმწიფოს აღიარებას ჰუსეინის მეთაურობით. 1916 წლის 2 ნოემბერს ჰუსეინმა თავი გამოაცხადა არაბების მეფედ, მაგრამ ბრიტანეთმა ფარულად დაარღვია ნაკისრი ვალდებულება (საიქს-პიკოს ხელშეკრულება 1916) 1916 წლის გაზაფხულზე და საფრანგეთმა ჰუსეინი მხოლოდ ჰიჯაზის მეფედ აღიარა. 1924 წლის 5 ოქტომბერს ჰუსეინმა ტახტი დაუთმო თავის უფროს ვაჟს ალის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]