ერაყის მეფეთა სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერაყის უკანასკნელი მეფე ფეისალ II

პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ იმპერიის ყოფილმა სამმა ვილაიეთმა შეადგინა ერაყი და გადავიდა დიდი ბრიტანეთის მანდატის ქვეშ. 1921 წელს ერაყი მონარქიად გამოცხადდა. ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ჰაშიმიდების დინასტია. პირველი მეფე გახდა ფეისალ I, სირიის ყოფილი მეფე. ერაყის სამეფო არსებობდა 37 წლის მანძილზე. უკანასკნელი მეფე ფეისალ II დაამხეს 1958 წელს ერაყის რევოლუციის დროს. გადატრიალების შედეგად მონარქია გაუქმდა და დამყარდა რესპუბლიკა.

ერაყის სამეფოს მეფეთა სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათი სახელი დაბადების თარიღი მმართველობის დასაწყისი მმართველობის დასასრული გარდაცვალების თარიღი
King Faisal of Irak.jpg
ფეისალ I
არაბ. فيصل بن حسين‎‎
20 მაისი 1883 23 აგვისტო 1921 8 სექტემბერი 1933 8 სექტემბერი 1933
Ghazi3.jpg
გაზი I
არაბ. غازي‎‎
21 მარტი 1912 8 სექტემბერი 1933 4 აპრილი 1939 4 აპრილი 1939
King Faisal II of Iraq.jpg
ფეისალ II
არაბ. فيصل الثاني‎‎
2 მაისი 1935 4 აპრილი 1939 14 ივლისი 1958 14 ივლისი 1958

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]