შინაარსზე გადასვლა

ხივა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ხივა
Xiva

იჩან-ყალის კედელი
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
კოორდინატები 41°22′42″ ჩ. გ. 60°21′50″ ა. გ. / 41.37833° ჩ. გ. 60.36389° ა. გ. / 41.37833; 60.36389
დაარსდა ძვ. წ. VI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 109 მეტრი
მოსახლეობა 105 300 (2017)
სასაათო სარტყელი UTC+5
ოფიციალური საიტი khiva.uz
ხივა — უზბეკეთი
ხივა

ხივა (უზბეკ. Xiva, სპარს. خیوه) — ქალაქი უზბეკეთში, ხორეზმის ოლქში. მდებარეობს ხორეზმის ოაზისში, ფალვანის არხზე.

სახელი ეწოდა ძველი ჭის ხეივაკის მიხედვით (XVIII საუკუნემდე ეწოდებოდა ხივაკი). IV საუკუნის დამდეგიდან იგი ხვარაზმის შემადგენლობაში შედის. 712 წელს დაიპყრეს არაბებმა, 1221 წელს - მონღოლებმა, 1388 წელს - თემურლენგმა. XVI საუკუნიდან 1920 წლამდე ხივის სახანოს დედაქალაქია. 1740 წელს დაანგრია ნადირ-შაჰმა. 1873 წელს ხივა დაიკავა რუსეთის ჯარმა. 1920 წლიდან ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქი იყო, 1924 წლიდან უზბეკეთის შემადგენლობაშია.

ხივა ხორეზმის არქიტექტურის ქალაქ-მუზეუმია. იჩან-ყალის და დიშან-ყალის ტერიტორიაზე განლაგებულია კუმია-არკის ციტადელი, ჯუმა-მეჩეთი, სეიდალა-უდინის მავზოლეუმი (1303 წელი), თაშ-ხაულის (1830-1838 წწ.) და ნურულ-ლაბაის (1904-1912 წწ.) სასახლეები, მუჰამად ამინ-ხანის ანსამბლი, მრავალი მედრესე, მავზოლეუმი, აბანო, ბაზარი, ტრადიციული საცხოვრებელი სახლი.

იჩან-ყალა შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ხივა
ქალაქის კედელი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხივა&oldid=2547982“-დან