უზბეკეთის პოლიტიკური სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უზბეკეთის პოლიტიკური სისტემა

უზბეკეთის რესპუბლიკა საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკაა, სადაც უზბეკეთის პრეზიდენტი სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა. საკანონმდებლო უფლებამოსილება მინიჭებულია ორპალატიან უმაღლეს მეჯლისს (სენატი და საკანონმდებლო პალატა). სასამართლო სისტემა, შედგება უზენაესი სასამართლოსგან, საკონსტიტუციო სასამართლოსგან და უმაღლესი ეკონომიკური სასამართლოსგან, რომელიც ახორციელებს სასამართლო ძალაუფლებას.[1]

უზბეკეთში, ეკონომიკურ რეფორმებს არ ახლდა პოლიტიკური რეფორმები. უზბეკეთის მთავრობამ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1 სექტემბერი 1991), უფრო გაამკაცრა თავისი ძალაუფლება ოპოზიციური ჯგუფების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო ინსტიტუტების სახელები შეიცვალა, მათი ფუნქციები ანალოგიურია იმ ინსტიტუტებისა, რომელიც ადრე არსებობდა საბჭოთა კავშირში. მთავრობა ამართლებს თავის თავშეკავებას საზოგადოებრივი შეკრების, ოპოზიციური პარტიებისა და მედიის თავისუფლებაზე იმ მოტივით, რომ სტაბილურობისკენ ეტაპობრივათ უნდა გადავიდეს სახელმწიფო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს დაემუქრება იგივე კონფლიქტები და ქაოსი, როგორც სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში (ყველაზე დამაჯერებლად ჟღერს მეზობელ ტაჯიკეთის ფონზე). ეს მიდგომა უზბეკეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში ნდობა მოიპოვა, თუმცა, ასეთი მდგომარეობა შეიძლება არ იყოს მდგრადი გრძელვადიან პერსპექტივაში.

მიუხედავად იმისა, რომ გატარდა გარკვეული ინსტიტუციური ცვლილებები, დამოუკიდებლობის პირველ წლებში ამ რეფორმებმა მეტი წინააღმდეგობა ნახა ვიდრე ინსტიტუციონალური ცვლილებები, რომელიც საჭიროა დემოკრატიული რეფორმების გატარებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს საწყისი მოძრაობა დემოკრატიისკენ, უზბეკეთში დღემდე შემორჩენილია საბჭოთა სტილის ძლიერი ცენტრალიზებული ხელმძღვანელობა.

დამოუკიდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ეპოქაში, უზბეკეთმა ჩამოაყალიბა თავისი მთავრობა და ადგილობრივი კომუნისტური პარტია, ყველა საბჭოთა ქვეყნის სტრუქტურის შესაბამისობაში. საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ (სკკპ) დაიკავა ცენტრალური პოზიცია ქვეყნის მართვაში. პარტიამ უზრუნველყო, როგორც ხელმძღვანელობა და ისევე პერსონალი მთავრობის სტრუქტურებში. სისტემა მკაცრად ბიუროკრატიული იყო: მთავრობის ყველა დონემ და სახელმწიფოს ყველა ორგანომ იპოვა თავისი სარკისებური გამოსახულება პარტიაშიც. სკკპ ბიუროკრატიული სისტემის გაკონტროლებისთვის იყენებდა ნომენკლატურას, სადაც ხელისუფლებაში და სხვა მნიშვნელოვან ორგანიზაციებში ადგილის დაკავება შეიძლება მხოლოდ მხარეების შეთანხმების შემთხვევაში. ზუსტად ნომენკლატურამ განსაზღვრა საბჭოთა პოლიტიკური ხელმძღვანელობის წევრები, სადაც მხოლოდ სკკპ-ს წევრები იყვნენ.

1991 წლის აგვისტოს მოსკოვში მიხეილ გორბაჩოვის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მარცხის შემდეგ, უზბეკეთის უმაღლესმა საბჭომ, რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ცნობილი როგორც უზბეკეთის რესპუბლიკა. ამავე დროს, უზბეკეთის კომუნისტურმა პარტიამ შეწყვიტა კავშირები სკკპ-თან, ხოლო სამი თვის შემდეგ, პარტიამ შეიცვალა სახელწოდება და გახდა უზბეკეთის სახალხო დემოკრატიული პარტია (უსდპ), მაგრამ პარტიის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის სახით, არ შეცვლილა. დამოუკიდებლობამ მოიტანა ინსტიტუციური ცვლილებების სერია, მაგრამ შინაარსი მმართველობის უზბეკეთში არ შეცვლილა.

1991 წლის 21 დეკემბერს, ათი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერებთან ერთად, ქარიმოვმა შეთანხმდა საბჭოთა კავშირის დაშლაზე და დსთ-ს ჩამოყალიბებაზე, რომლის ერთ-ერთი წევრი უზბეკეთიც გახდა, ალმა-ატის დეკლარაციის მიხედვით. მოგვიანებით, ქარიმოვი დამოუკიდებელი უზბეკეთის პრეზიდენტად აირჩიეს, ახალი ქვეყნის პირველ არჩევნებში. ქარიმოვმა ხმების 86% მიიღო, ხოლო ოპოზიციური კანდიდატი მუჰამედ სალიჰის აზრით არჩევნები გაყალბდა. ძირითად ოპოზიციურ პარტიას „Birlik“ უარი განაცხადეს რეგისტრაციზე.

1992 წელს უსდპ-მ შეინარჩუნა დომინანტური პოზიცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში, რომელიც კომუნისტურ პარტიას ჰქონდა. ყველა ჭეშმარიტი ოპოზიციური ჯგუფები რეპრესირებული იყო და ფიზიკურად დემორალიზებული. „Birlik“, რომელიც ძირითადი ოპოზიციური პარტია იყო, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ინტელექტუალების მიერ 1989 წელს, აიკრძალა. მიზეზად ხელისუფლებამ დაასახელა, რომ პარტია ეწეოდა დივერსიულ საქმიანობას და ასევე საფრთხე ემუქრებოდა ქვეყნის სეკულარულ წყობას, რომელიც ემუქრებოდა პარტიის ისლამური ფუნდამენტალისტების მხრიდან. 1992 წლის კონსტიტუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უზბეკეთი სეკულარული სახელმწიფოა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. about UZBEKISTAN.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-09. ციტირების თარიღი: 2016-11-01.