ტრობრიანის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტრობრიანის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Trobriand Islands
Trobriand.png
ტრობრიანის კუნძულები
გეოგრაფია
მდებარეობა სოლომონის ზღვა
კოორდინატები 8°40′ ს. გ. 150°55′ ა. გ. / 8.667° ს. გ. 150.917° ა. გ. / -8.667; 150.917
კუნძულთა რაოდენობა 28
მთავარი კუნძული კირივინა
ფართობი 440 კმ²
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი პაპუა
პროვინცია მილნ-ბეი
დემოგრაფია
მოსახლეობა 28 486 (2000)
სიმჭიდროვე 64,741 ად. /კმ²

ტრობრიანის კუნძულები (ინგლ. Trobriand Islands), ოფიციალურად კირივინას კუნძულები (ინგლ. Kiriwina Islands) — არქიპელაგი სოლომონის ზღვაში წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიპელაგი მდებარეობს სოლომონის ზღვაში წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ზღვით 384 კმ-ის მანძილზე ქვეყნის დედაქალაქ პორტ-მორზბიდან, დაახლოებით 65 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით დ’ანტრკასტოს კუნძულებიდან და 132 კმ-ში დასავლეთით კუნძულ ვუდლარკიდან[1][2]. დაახლოებით 145 კმ-ის სამხრეთით მდებარეობს კუნძულ ახალი გვინეის უკიდურესი სამხრეთი წერტილი.[3]

გეოლოგიური თვალსაზრისით, არქიპელაგი წარმოადგენს 28 მარჯნული წარმოშობის კუნძულების ჯგუფს, რომელთა უმრავლესობა გარშემორტყმულია მარჯნის რიფით.[3] ყველაზე დიდი კუნძულია — კირივინა (არქიპელაგის მთავარი კუნძული, სიგრძეში გაჭიმული თითქმის 40 კმ-ზე, მაგრამ ამასთან სიგანეში სულ 3,2 კმ-დან 12,8 კმ-მდე). კუნძულების ყველაზე ჩრდილოეთი კუნძულია კადაი, ყველაზე დასავლეთი — სიმლინდონი, ყველაზე სამხრეთი — კუაილუია, ყველაზე აღმოსავლეთი — კიტავა. ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს 440 კმ²-ს.[3] კირივანას კუნძულის გამოკლებით, რომლის ნაპირებზეც არის რაიონები დაშვებული კლდეებით 90 მეტრამდე, არქიპელაგში კუნძულები შედარებით დაბალი სიმაღლისაა, ბრტყელი ზედაპირით, რომლებიც ბევრ ადგილებში დაჭაობებულია.[4] ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტადაა განვითარებული. მდინარეები და ტბები არ არსებობს. ბევრი კუნძულის სანაპირო დაჭაობებულია.

კუნძულებზე კლიმატი ტროპიკული და ნოტიოა. ყოველთვიურად მოდის 250 მმ-დან 380 მმ-მდე ნალექი. იშვიათად ხდება გვალვები.[4] ადგილობრივი ეკოსისტემა განსხვავდება დიდი მრავალფეროვნებით. კუნძულები უფრო მეტად დაფარულია დაბალი ზონის წვიმიანი ტყეებით, რომელშიც ბინადრობს ძუძუმწოვრების 38 სახეობა (მათ შორის დიდი უმრავლესობაა ღამურა).[5] ოთხი სახეობა კუნძულების ენდემია.[5] მცენარეებს შორის სჭარბობს იამსი, ბანანი, პანდანუსი, ქოქოსის პალმა, საგოს პალმა, შაქრის ლერწამი, ბეტელი. მცენარეულობის ნაწილი შემოიტანეს არქიპელაგზე ევროპელებმა (ნესვის ხე, ტარო, ანანასი, ინდური მანგო).[6]

კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული (ქართ.) კუნძული (ინგლ.) კოორდინატები ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2000)
კიტავა Kitava 8°37′26″S 151°20′10″E / 8.6238691288° ს. გ. 151.336142369° ა. გ. / -8.6238691288; 151.336142369 23,79 2907
ურატუ Uratu Islet 8°37′51″S 151°18′20″E / 8.630957279° ს. გ. 151.305532516° ა. გ. / -8.630957279; 151.305532516 0,09
ვაკუტა Vakuta 8°51′07″S 151°10′01″E / 8.8519794018° ს. გ. 151.166921624° ა. გ. / -8.8519794018; 151.166921624 21,16 971
ბომაპაუ Bomapau 8°35′08″S 151°05′50″E / 8.5856645553° ს. გ. 151.097236515° ა. გ. / -8.5856645553; 151.097236515 4,68
კირივინა Kiriwina 8°32′54″S 151°04′52″E / 8.5484553493° ს. გ. 151.081142895° ა. გ. / -8.5484553493; 151.081142895 279,88 22 163
მუვო Muwo 8°44′13″S 151°00′39″E / 8.7370753446° ს. გ. 151.010952676° ა. გ. / -8.7370753446; 151.010952676 2,82
ნანაული Nanauli 8°47′35″S 151°01′53″E / 8.793140905° ს. გ. 151.031290182° ა. გ. / -8.793140905; 151.031290182 0,06
იაგა Iaga 8°44′32″S 150°57′40″E / 8.7422430484° ს. გ. 150.961171072° ა. გ. / -8.7422430484; 150.961171072 0,10
კაილეუნა Kaileʻuna 8°31′31″S 150°56′58″E / 8.5253980158° ს. გ. 150.949429791° ა. გ. / -8.5253980158; 150.949429791 45,53 1908
ბოინაგი Boinagi 8°24′58″S 150°53′26″E / 8.4159881544° ს. გ. 150.890481613° ა. გ. / -8.4159881544; 150.890481613 0,75
ბურივადი Buriwadi 8°27′47″S 150°53′00″E / 8.4631209032° ს. გ. 150.883271615° ა. გ. / -8.4631209032; 150.883271615 0,64
ტუმა Tuma 8°21′24″S 150°51′51″E / 8.3567300778° ს. გ. 150.864236318° ა. გ. / -8.3567300778; 150.864236318 5,16
კადაი Kadai 8°19′10″S 150°49′22″E / 8.319492065° ს. გ. 150.822663011° ა. გ. / -8.319492065; 150.822663011 0,56
ნუბიამი Nubiam 8°38′18″S 150°52′40″E / 8.638237415° ს. გ. 150.877887943° ა. გ. / -8.638237415; 150.877887943 0,45
კუიაუ Kuyau 8°35′47″S 150°51′41″E / 8.5963117017° ს. გ. 150.86133571° ა. გ. / -8.5963117017; 150.86133571 1,90 537
გილუა Gilua 8°34′32″S 150°50′40″E / 8.5754622034° ს. გ. 150.844330317° ა. გ. / -8.5754622034; 150.844330317 0,05
მუნუვატა Munuwata 8°34′01″S 150°50′08″E / 8.5669435077° ს. გ. 150.835440021° ა. გ. / -8.5669435077; 150.835440021 0,64
ნაკვაბა Nakwaba 8°32′06″S 150°49′16″E / 8.5350311618° ს. გ. 150.820986841° ა. გ. / -8.5350311618; 150.820986841 0,37
კიბუ Kibu 8°37′04″S 150°47′13″E / 8.6176712721° ს. გ. 150.786950461° ა. გ. / -8.6176712721; 150.786950461 0,22
იაონა Yaona 8°36′18″S 150°44′30″E / 8.6051150183° ს. გ. 150.741775271° ა. გ. / -8.6051150183; 150.741775271 0,05

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ევროპელი, რომელიც ესტუმრა კუნძულებს იყო ფრანგი კაპიტანი ჟოზეფ ბრუნი დ’ანტრკასტო. იგი გაჩერდა კუნძულებზე გემ Esperance-თი ცურვის დროს 1793 წელს.[7]. მან კუნძულებს სახელი დაარქვა თავისი პირველი ლეიტენანტის — დენი დე ტრობრიანის პატივსაცემად[4][8]. კუნძულებზე ევროპელებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან ხშირად დაიწყეს სტუმრობა. 1840-იან წლებში აქ შედიოდნენ ამერიკული ვეშაპ დამჭერი გემები, ხოლო 1860-იან წლებში ხშირი სტუმრები გახდნენ ადამიანებით ვაჭრები კუინზლენდიდან, რომლებიც იტაცებდნენ კუნძულელებს. 1890-იან წლებში კუნძულებზე შედიოდნენ სავაჭრო გემები გერმანიიდან. მოცურდებოდნენ ახალი ბრიტანეთის კუნძულიდან და აქ ყიდულობდნენ იამსს, ხისგან გაკეთებულ სხვადასხვა ნაკეთობებს, ნიჟარებს და კანოეს ცხვირს[9]. 1888 წელს მოხდა ტრობრიანის კუნძულების ფორმალური ანექსია ბრიტანეთის იმპერიის მიერ და გახდა ბრიტანეთის ახალი გვინეის (1904 წლიდან — პაპუას ტერიტორია ავსტრალიის მმართველობის ქვეშ) ნაწილი.[10] 1890-იან წლებში კუნძულებზე ხშირად მოცურავდნენ გერმანელი კოლონისტები ახალი ბრიტანეთის კუნძულიდან, რომლებიც ყიდულობდნენ კუნძულელებისგან იამსს, ასევე სხვადასხვა მორთულობებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს სამუზეუმო კოლექციისათვის.

1894 წელს კუნძულებზე დაარსდა მეთოდისტური ეკლესიის ზღვისიქითა მისია. 1905 წელს კუნძულებზე მოვიდა დოქტორი რაინერ ბელამი — ავსტრალიის სახელმწიფო ადმინისტრაციის პირველი წარმომადგენელი[9]. მან კუნძულებზე დაჰყო ათი წელი და დაეხმარა ანთროპოლოგ სელიგმანს მასიმის ხალხის ეთნოგრაფიული გამოკვლევების ორგანიზებაში. 1915—1918 წლებში კუნძულებზე ცხოვრობდა ანთროპოლოგი ბრონისლავ მალინოვსკი, რომელმაც შეადგინა ტრობრიანელების კულტურული ცხოვრების და ყოფაცხოვრების ცნობილი აღწერა. 1930 წელს კუნძულებზე დაფუძნდა კათოლიკური მისია. კუნძულებზე მეორე მსოფლიო ომის დროს ყველა ევროპელ რეზიდენტს გაუკეთეს ევაკუაცია. ავსტრალიურმა და ამერიკულმა არმიამ ააშენეს ჰოსპიტალი და ორი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი კუნძულ კირივინაზე. არანაირი ბრძოლები კუნძულებზე არ გამართულა[9].

1975 წლიდან ტრობრიანის კუნძულები დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.[10]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში კუნძულებზე ცხოვრობდა დაახლოებით 8 ათასი ადამიანი, მაგრამ უკვე ამავე საუკუნის ბოლოს ეს ციფრი გაიზარდა დაახლოებით 20 ათასამდე.[4]

არქიპელაგის მკვიდრი მოსახლეობაა ტრობრიანელი ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც, გენეტიკის თვალსაზრისით, ახლო არიან ახალი გვინეის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ხალხის წარმომადგენლებთან.[6] კუნძულელების მშობლიური ენაა — კილივილა[11], ერთ-ერთი ავსტრონეზიული ენებიდან, რომელიც ახლოა ენებთან, რომელზეც ლაპარაკობენ მეზობელ ვუდლარკის და მარშალ-ბენეტის კუნძულებზე.[6]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი ეკონომიკის საფუძველს შეადგენს სოფლის მეურნეობა და თევზჭერა.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრობრიანის კუნძულები, გამორჩეული მდიდარი კულთურით და კუნძულელებს შორის სოციალური ურთიერთობის რთული სტრუქტურით, არაერთხელ გამოუწვევია ანთროპოლოგების ინტერესი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია არქიპელაგზე პირველი მსოფლიო ომის დროს ნამყოფი პოლონელი სწავლული ბრონისლავ მალინოვსკი. მან საფუძვლიანად შეისწავლა კუნძულებზე სოციალური ურთიერთობა, მათ შორის ბოლომდე აღწერა ეგრეთ წოდებული «კულას წრე» (ურთიერთგაცვლის ცერემონიალური სისტემა, რომლის დროსაც 18 კუნძულის დასახლებებს შორის ხდება ორი ნივთის მუდმივი ცირკულირება — მძივების და ბრასლეტების), ადგილობრივი მებაღეობა, მაგია, სექსუალური პრაქტიკა და ეს ყველაფერი გამოსახა თავის ცნობილ წიგნებში.

ტრობრიანის კუნძულებზე საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში განსაკუთრებული მდგომარეობა უკავიათ ბაღის მაგებს, რომლებიც თავისი სტატუსით დგანან ადგილობრივი ბელადების შემდეგ. ბაღის მაგების ტიტული, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ბელადიც კი გახდეს, შთამომავლობით გადადის მდედრობითი ხაზით. მაგი ახორციელებს კუნძულელთა მუშაობის კონტროლს, ასევე ატარებს სხვადასხვა რიტუალებს, რომელთა ძირითადი მიზანია ბუნებრივი მოვლენების კონტროლი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს ადგილობრივ მებაღეობაზე.[6] ადგილობრივი აბორიგენების ცხოვრებაში ასევე დიდ როლს თამაშობს თევზჭერა, რომელზეც სპეციალიზირდება ზოგიერთი სოფლის მოსახლეობა. ამასთან თვითონ მეთევზეები ჩამოყალიბებულნი არიან დამოუკიდებელ ჯგუფებად, რომელშიც თითოეულს ხელმძღვანელობს კანოეს მართვის მცოდნე ერთი ადამიანი. იგი ატარებს სხვადასხვა რიტუალებს და იღებს დაჭერილი თევზის დიდ ნაწილს.[6]

პირველყოფილი საზოგადოება დაყოფილი იყო ოთხ კლანად მდედრობითი ხაზით, რომელთაგან თითოეული იყოფოდა 30—50 ქვეკლანად. ამა თუ იმ ადამიანის რომელიმე ქვეკლანთან მიკუთვნება განისაზღვრებოდა საერთო წინაპრის მიხედვით, რომელიც, კუნძულელთა წარმოდგენის თანახმად, დაბადებული კი არ იყო, არამედ მოვლენილი იყო დედამიწის განსაკუთრებული ხვრელიდან.[6] თითოეულ ადგილობრივ სოფელს ხელმძღვანელობდა უხუცესი მამაკაცი ზემდგომი ქვეკლანიდან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Trobriand Islands - Orientation. Advameg, Inc.. წაკითხვის თარიღი: 5 აპრილი 2010.
  2. Kiriwina Islands (Trobriand Islands). oceandots.com. წაკითხვის თარიღი: 2010-04-07.
  3. 3.0 3.1 3.2 Trobriand Islands. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-04-07.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Trobriand Islands - Orientation. Every Culture. წაკითხვის თარიღი: 2010-04-07.
  5. 5.0 5.1 Trobriand Islands rain forests (AA0125). World Wildlife Fund. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-04-07.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Society-TROBRIANDS. CSAC. University of Kent. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-04-07.
  7. Max Quanchi; John Robson. Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands. — Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xiv. — ISBN 0810853957
  8. Trobriand Islands. Pacific Island Travel. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 5 აპრილი 2010.
  9. 9.0 9.1 9.2 Trobriand Islands - History and Cultural Relations. Advameg, Inc.. წაკითხვის თარიღი: 5 აპრილი 2010.
  10. 10.0 10.1 Stanley J. Ulijaszek. Population, Reproduction and Fertility in Melanesia. — Berghahn Books, 2008. — P. 92. — 256 p. — ISBN 1845452690
  11. Kilivila. A language of Papua New Guinea. Ethnologue: Languages of the World. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-04-07.