კირივინა
| მშობ. სახელი: ინგლ. Tefa Island | |
|---|---|
|
კირივინას კუნძული | |
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | სოლომონის ზღვა |
| კოორდინატები | 8°40′ ს. გ. 150°55′ ა. გ. / 8.667° ს. გ. 150.917° ა. გ. |
| ფართობი | 290,5 კმ² |
| უმაღლესი წერტილი | 46 მ |
| რეგიონი | პაპუა |
| პროვინცია | მილნ-ბეი |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 28 776 (2000) |
| სიმჭიდროვე | 99,057 ად. /კმ² |
კირივინა (ინგლ. Tefa Island) — დასახლებული კუნძული პაპუა-ახალ გვინეაში. შედის ტრობრიანის კუნძულების ჯგუფში. ფართობი — 290,5 კმ². ადმინისტრაციულად მიეკუთვნება პაპუას რეგიონის პროვინცია მილნ-ბეის.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ძალები, რომელსაც ერქვა Operation Chronicle, 1943 წლის 30 ივნისს გადასხდნენ კუნძულ კირივინაზე და კუნძულ ვუდლარკზე. მათ შემდგომ გადასხმულმა აშშ-ის არმიის საინჟინრო ძალებმა კუნძულ კირივინაზე ააშენეს ორკილომეტრიანი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის აეროდრომი მარჯნებზე. 1943 წლის აგვისტოში აქ ჰქონდა ბაზა სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების 73-ე ავიაფრთას.
ჰიდროგეგმების ბაზა აშენდა ლოსუიაში, სადაც არსებობს პირსი და ნავსაყუდელი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წლის აღწერის მონაცემების თანახმად, კუნძულზე ცხოვრობდა 28 776 ადამიანი[1]. კუნძულზე გამოიყენება ენა კილივია, აგრეთვე ცნობილი როგორც კირივინა. კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრია - ლოსუია.