მილნ-ბეი
| |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | Alotau | ||
კოორდინატები | 10°15′00″ ს. გ. 150°00′00″ ა. გ. / 10.25000° ს. გ. 150.00000° ა. გ. | ||
ფართობი | 14 345 კმ² | ||
მოსახლეობა | 276 512 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 8,19 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+10:00]] | ||
ISO 3166 კოდი | PG-MBA[1] | ||
![]() | |||
მილნ-ბეი (ინგლ. Milne Bay) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ახალი გვინეის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და 600-ზე მეტ სანაპირო კუნძულზე, რომელთაგან დაახლოებით 160 დასახლებულია[2]. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ალოტაუ.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინციის საერთო ფართობია — 14 345 კმ²[2]. საერთო ფართობის დაახლოებით 25 % შეადგენს 10 დიდი და 150 უფრო მცირე კუნძული და ატოლი[3].
პროვინციის ყველაზე დიდი კუნძულებია:
- დ’ანტრკასტოს კუნძულები, მათ შორის, გუდენაფი (ნიდულა), ფერგუსონი (მორატაუ), სანაროა, დობუ და ნორმანბი (დუაუ).
- ტრობრიანის კუნძულები, მათ შორის, კირივინა, კაილეუნა, ვაკუტა და კიტავა.
- ამფლეტის კუნძულები.
- ვუდლარკი.
- ლუიზიადის არქიპელაგი, მათ შორის, როსელი (იელა), ვანატინაი (სადესტი, ტაგულა), მისიმა.
- სამარაი.
- კვატო, დეკა-დეკა, ლოგეა, სალიბა, ბასილაკი და სიდეია.
- ენჯინიერის კუნძულები, მათ შორის ტუბეტუბე და კორაივე.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მილნ-ბეის პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 276 512 ადამიანს (2011 წელი). ადგილობრივი მაცხოვრებლები ლაპარაკობენ 48 მკვიდრ ავსტრონეზიულ ენებზე[2]. ბევრი მოსახლე თავისუფლად საუბრობს ინგლისურად.
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილობრივი ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. საექსპორტოდ იწარმოება პალმის ზეთი, ხე-ტყე, კაკაო, ყავა. ზოგიერთ კუნძულზე მიმდინარეობს სამთო სამუშაოები.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ MusicBrainz — MetaBrainz Foundation, 2000.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Facts about Milne Bay. Milne Bay Tourism Bureau. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
- ↑ Provincial Profiles arrow Milne Bay. IPAPNG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-06.